„რაიონული (საქალაქო), საოლქო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს სასამართლოებში ორგანიზაციული მუშაობისა და საქმისწარმოების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 27 ოქტომბრის №466 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№393
სარეგისტრაციო კოდი
110.050.010.08.002.004
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 88, 30/06/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №393

2006 წლის 27 ივნისი

ქ. თბილისი

 „რაიონული (საქალაქო), საოლქო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს სასამართლოებში ორგანიზაციული მუშაობისა და საქმისწარმოების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 27 ოქტომბრის №466 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „რაიონული (საქალაქო), საოლქო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს სასამართლოებში ორგანიზაციული მუშაობისა და საქმისწარმოების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 27 ოქტომბრის №466 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 მუხლი:

     „მუხლი 101

1. სასამართლოს აპარატის სტრუქტურაში შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს სასამართლოს მანდატურის სამსახური, რომელიც:

ა) უზრუნველყოფს სასამართლოს შენობის, აგრეთვე სასამართლო შენობაში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას;

ბ) პატიმრობაში მყოფ ბრალდებულთა, განსასჯელთა (მსჯავრდებულთა) სასამართლოში წარმოდგენისას უზრუნველყოფს მათ დაცვასა და, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლო სხდომის დარბაზში აყვანას, ხოლო სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ მათ გადაცემას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური დაცვის სამსახურისათვის (ბადრაგირების დანაყოფისათვის);

გ) სასამართლო სხდომის დარბაზში პირის დაპატიმრების შემთხვევაში უზრუნველყოფს მის დაკავებას და ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ორგანოსათვის გადაცემას, რის შესახებაც ადგენს ოქმს, რომლის ფორმასაც ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო;

დ) აკონტროლებს საერთო სასამართლოს შენობაში, აგრეთვე სასამართლო სხდომის დარბაზში შეიარაღებული პირის შესვლას (დაშვებას) და უზრუნველყოფს დროებით ჩამორთმეული იარაღის შენახვასა და დაცვას;

ე) განახორციელებს საკურიერო მომსახურებას;

ვ) ახორციელებს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებას.

2. სასამართლოთა ჩამონათვალს, სადაც სასამართლოს მანდატურმა შეიძლება განახორციელოს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილება, განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.“.

მ. სააკაშვილი

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „რაიონული (საქალაქო), საოლქო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს სასამართლოებში ორგანიზაციული მუშაობისა და საქმისწარმოების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 27 ოქტომბრის №466 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე“?
დიახ, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „რაიონული (საქალაქო), საოლქო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს სასამართლოებში ორგანიზაციული მუშაობისა და საქმისწარმოების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 27 ოქტომბრის №466 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 27.06.2006.
როდის იქნა მიღებული „რაიონული (საქალაქო), საოლქო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს სასამართლოებში ორგანიზაციული მუშაობისა და საქმისწარმოების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 27 ოქტომბრის №466 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე“?
„რაიონული (საქალაქო), საოლქო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს სასამართლოებში ორგანიზაციული მუშაობისა და საქმისწარმოების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 27 ოქტომბრის №466 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 27.06.2006. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №393. სარეგისტრაციო კოდი — 110.050.010.08.002.004.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „რაიონული (საქალაქო), საოლქო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს სასამართლოებში ორგანიზაციული მუშაობისა და საქმისწარმოების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 27 ოქტომბრის №466 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „რაიონული (საქალაქო), საოლქო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს სასამართლოებში ორგანიზაციული მუშაობისა და საქმისწარმოების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 27 ოქტომბრის №466 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.06.2006 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „რაიონული (საქალაქო), საოლქო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს სასამართლოებში ორგანიზაციული მუშაობისა და საქმისწარმოების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 27 ოქტომბრის №466 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე“, №393, 27.06.2006, სარეგისტრაციო კოდი 110.050.010.08.002.004 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.06.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/98254/