1. ეს წესი არეგულირებს ჰაერსანაოსნო ინფორმაციის გაერთიანებული პაკეტის შედგენასთან დაკავშირებულ პირობებს და ადგენს მოთხოვნებს ამ პაკეტის შემადგენელი ნაწილების მიმართ.

2. ამ წესის მოქმედება ვრცელდება:

ა) სააერნაოსნო მომსახურების საწარმოზე, რომელიც ახორციელებს ჰაერსანაოსნო ინფორმაციით მომსახურებას საქართველოს საჰაერო სივრცეში და ღია ზღვის თავზე არსებულ საჰაერო სივრცეში, სადაც საჰაერო მოძრაობის  მომსახურებას უზრუნველყოფს საქართველო:

ბ) საქართველოს სამოქალაქო აეროდრომის ექსპლუატაციის განმახორციელებელ პირზე;

გ) საქართველოში რეგისტრირებულ და უცხო ქვეყნის ყველა სამოქალაქო სხ-ის პილოტზე, რომლებიც იყენებენ საქართველოს საჰაერო სივრცეს