1. ხილვადობა უნდა განისაზღვროს დაკვირვებით ან გაზომვით და მისი მნიშვნელობები უნდა გადაიცეს მეტრებით ან კილომეტრებით.
2. იმ შემთხვევაში, როდესაც ადგილობრივი რეგულარული და ადგილობრივი სპეციალური შეტყობინებები გამოიყენება გასაფრენი საჰაერო ხომალდებისათვის, დაკვირვებები ხილვადობაზე წარმოდგენილი უნდა იყოს ადზ-ის გასწვრივ, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც ადგილობრივი რეგულარული და ადგილობრივი სპეციალური შეტყობინებები გამოიყენება მოსაფრენი საჰაერო ხომალდებისათვის – ადზ-ის შეხების არისთვის.
3. METAR და SPECI შეტყობინებების შესადგენად დაკვირვება ხილვადობაზე წარმოდგენილი უნდა იყოს მთელი აეროდრომისათვის.
შენიშვნა: ხელსაწყოების ჩვენებების ხილვადობად გარდაქმნის ინსტრუქცია მოცემულია ამ წესის №13 დანართში.
4. იმ შემთხვევაში, როდესაც ხილვადობის საზომად გამოიყენება ინსტრუმენტული სისტემები, ხილვადობა უნდა გაიზომოს ადზ-დან დაახლოებით 2.5 მეტრ (7,5 ფუტი) სიმაღლეზე.
5. იმ შემთხვევაში, როდესაც ხილვადობის საზომად გამოიყენება ინსტრუმენტული სისტემები, ხილვადობაზე დაკვირვების სიზუსტეს უნდა უზრუნველყოფდეს სენსორული ხელსაწყოების გამოყენება. მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმომ უნდა უზრუნველყოს ადგილობრივი რეგულარული და ადგილობრივი სპეციალური შეტყობინებებისათვის ხილვადობაზე დაკვირვების სენსორული ხელსაწყოების ისეთი განლაგება, რომ შესაძლებელი იყოს მაქსიმალურად ზუსტი მონაცემების მიღება ადზ-ის გასწვრივ და ადზ-ის შეხების არეში.
6. იმ შემთხვევაში, როდესაც ხილვადობის განსაზღვრისთვის გამოიყენება ინსტრუმენტული სისტემები, თითოეული სენსორის მონაცემებზე დაფუძნებული ხილვადობის ინდიკატორები უნდა განთავსდეს როგორც მეტეოროლოგიურ სადგურში, ასევე შესაბამის საჰაერო მოძრაობის მომსახურების პუნქტებში. ორივე ადგილას განთავსებული ინდიკატორები უნდა ასახავდეს იმავე სენსორების მონაცემებს, ხოლო იმ შემთხვევებში, როდესაც საჭიროა ცალკეული სენსორების გამოყენება, ინდიკატორები მკაფიოდ უნდა იყოს მონიშნული თითოეული სენსორის მიერ მონიტორინგის ქვეშ მყოფი დაფარვის არის მითითებით (მაგ, ადზ ან ადზ-ის მონაკვეთი).
7. იმ შემთხვევაში, როდესაც ხილვადობის საზომად გამოიყენება ინსტრუმენტული სისტემები, მათი მონაცემები უნდა განახლდეს ყოველ 60 წამში ერთხელ მაინც იმისათვის, რომ მიწოდებულ იქნეს მიმდინარე არსებული მნიშვნელობები. გასაშუალოების პერიოდი უნდა შეადგენდეს:
ა) ერთ წუთს ადგილობრივი რეგულარული და ადგილობრივი სპეციალური შეტყობინებებისა და იმ მონიტორებისათვის, რომლებზეც აისახება ხილვადობის მონაცემები საჰაერო მოძრაობის მართვის პუნქტებში; და
ბ) 10 წუთს შეტყობინებებისთვის METAR და SPECI, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა 10-წუთიანი პერიოდის განმავლობაში, რომელიც უშუალოდ წინ უსწრებს დაკვირვებას, ადგილი აქვს ხილვადობის შესამჩნევ არასტაბილურობას; ამ შემთხვევაში საშუალო მნიშვნელობის მისაღებად გამოიყენება მხოლოდ ის მნიშვნელობები, რომლებიც დაფიქსირდა ამ არასტაბილურობის პერიოდის შემდეგ.
შენიშვნა: ხილვადობის შესამჩნევ არასტაბილურობას მაშინ აქვს ადგილი, როდესაც დაიკვირვება ხილვადობის უეცარი და გახანგრძლივებული ცვლილება, რომელიც გრძელდება, სულ მცირე, 2 წუთის განმავლობაში და აღწევს ან აჭარბებს ამ წესის 32-ე მუხლით განსაზღვრულ, SPECI შეტყობინების გამოცემის გამომწვევ პირობებს.
8. ადგილობრივ რეგულარულ და ადგილობრივ სპეციალურ შეტყობინებებში METAR და SPECI ხილვადობა გადაიცემა 50მ-ის სიზუსტით, თუ ხილვადობა 800 მეტრზე ნაკლებია. როდესაც ხილვადობა 800 მეტრი ან მეტია, მაგრამ 5 კმ-ზე ნაკლებია, ის გადაიცემა 100 მეტრის სიზუსტით; ხილვადობისას 5 კმ და მეტი, მაგრამ ნაკლები 10 კმ-ისა, ის გადაიცემა 1 კმ სიზუსტით; ხილვადობისას 10 კმ და მეტი, ის გადაიცემა, როგორც 10 კმ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მეტეოროლოგიური პირობები იძლევა CAVOK-ის გამოყენების საშუალებას. ნებისმიერი დაკვირვებადი მნიშვნელობა, რომელიც არ ჯდება გადაცემისათვის გამოყენებულ მონაცემთა სკალაში, მრგვალდება სიმცირისკენ ამ სკალის უახლოეს წილადამდე.
9. ადგილობრივ რეგულარულ და ადგილობრივ სპეციალურ შეტყობინებებში ადზ-ის გასწვრივ ხილვადობის სიდიდე მიეთითება მის საზომ ერთეულთან ერთად.
10. ადგილობრივ რეგულარულ და ადგილობრივ სპეციალურ შეტყობინებებში, როდესაც ხილვადობის გასაზომად გამოიყენება ინსტრუმენტული სისტემები:
ა) თუ ხილვადობაზე დაკვირვება წარმოებს ადზ-ის გასწვრივ რამდენიმე ადგილიდან, როგორც ეს მითითებულია ამ მუხლის მე-2 პუნქტში, თავიდან მიეთითება მნიშვნელობა ადზ-ის შეხების არისთვის, ხოლო შემდეგ, საჭიროებისამებრ, მნიშვნელობები ადზ-ის შუა წერტილისა და ბოლოსათვის. ამასთან, უნდა მიეთითოს ის არეები, რომელთათვის მიღებულია აღნიშნული მნიშვნელობები;
ბ) თუ გამოიყენება რამდენიმე ადზ და ხილვადობაზე დაკვირვება წარმოებს უშუალოდ ამ ადზ-ებისთვის, გადაიცემა ხილვადობის სიდიდე თითოეული ადზ-ისათვის და მიეთითება ადზ-ები, რომელთაც ეკუთვნის ეს მნიშვნელობები.
11. METAR-სა და SPECI-ში ხილვადობა უნდა მიეთითოს, როგორც გაბატონებული ხილვადობა. თუკი ხილვადობა სხვადასხვა მიმართულებებით განსხვავდება, და:
ა) თუ მინიმალური ხილვადობა განსხვავდება უმეტესი ხილვადობისაგან და:
ა.ა) შეადგენს1500 მეტრზე ნაკლებს; ან
ა.ბ) შეადგენს გაბატონებული ხილვადობის 50% ნაკლებს და 5000 მეტრზე ნაკლებს; ამ შემთხვევაში შეტყობინებებში უნდა მიეთითოს დარეგისტრირებული ყველაზე დაბალი ხილვადობა და, შეძლებისდაგვარად, მისი ზოგადი მიმართულება აეროპორტის საკონტროლო წერტილთან მიმართებაში კომპასის რვა მიმართულებიდან ერთ-ერთის მითითებით. თუ ყველაზე დაბალი ხილვადობა ფიქსირდება ერთზე მეტი მიმართულებით, მაშინ მითითებული უნდა იქნეს საექსპლუატაციო თვალსაზრისით ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება;
ბ) თუ ხილვადობა სწრაფად იცვლება და უმეტესი ხილვადობის განსაზღვრა შეუძლებელია, უნდა მიეთითოს მხოლოდ ხილვადობის მინიმალური მნიშვნელობა მიმართულების მითითების გარეშ