სხ-ის ექსპლუატანტმა უნდა უზრუნველყოს დაკვირვებების წარმოება საქართველოში რეგისტრირებული იმ საჰაერო ხომალდიდან, რომელიც ასრულებს ფრენებს საერთაშორისო მარშრუტებზე. უზრუნველყოფილი უნდა იყოს ამ დაკვირვებების რეგისტრაცია და გადაცემა.
შენიშვნა: შემოყინულობა, ტურბულენტობა და მეტწილად ქარის წანაცვლება არის მოვლენები, რომლებზეც ხმელეთიდან სათანადო დაიკვირვება რთულია, შესაბამისად, ხშირ შემთხვევაში ამ მოვლენების არსებობის ერთადერთ მტკიცებულებას წარმოადგენს საჰაერო ხომალდიდან განხორციელებული დაკვირვებები