1. იმ შემთხვევაში, როდესაც საჰაერო მოძრაობის სიმჭიდროვე ფრენის ეშელონ 100-ზე დაბლა (ან მთიან რაიონში ფრენის ეშელონ 150-მდე) საჭიროებს ზონალური პროგნოზების რეგულარულ გამოშვებას და გავრცელებას, ასეთი პროგნოზების გამოშვების სიხშირე, ფორმატი და მოქმედების ფიქსირებული პერიოდი და მათი კორექტივები განისაზღვრება მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმოსა და მომხმარებელს შორის შეთანხმების საფუძველზე.
2. იმ შემთხვევაში, როდესაც მოძრაობის სიმჭიდროვე ფრენის ეშელონ 100-ზე დაბლა იწვევს AIRMET ინფორმაციის გამოცემის აუცილებლობას, ამ წესის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნების მიხედვით, ასეთი ფრენების ზონალური პროგნოზები დგება მეტეოროლოგიურ საწარმოებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შორის შეთანხმების შესაბამისად. თუ გამოიყენება იკაოს შემოკლებები და რიცხობრივი მნიშვნელობები, პროგნოზი უნდა მომზადდეს GAMET ფორმატით, ხოლო თუ გამოიყენება ცხრილის ფორმატი, პროგნოზები მზადდება სიმაღლეებზე ქარისა და სიმაღლეებზე ჰაერის ტემპერატურის, ასევე მნიშვნელოვანი ამინდის (SIGWX) მოვლენების შესახებ კომბინირებული პროგნოზების სახით. ზონალური პროგნოზები, რომლებიც AIRMET ინფორმაციის გამოსაქვეყნებლად მზადდება, უნდა ფარავდეს შრეს დედამიწის ზედაპირიდან ფრენის მე-100 ეშელონამდე (ან 150-ე ეშელონამდე მთიანი მხარისათვის, ან საჭიროებისას, უფრო მეტი სიმაღლისათვისაც) და შეიცავდეს ინფორმაციას მარშრუტზე ამინდის იმ მოვლენების შესახებ, რომლებიც საფრთხეს უქმნის ფრენებს დაბალ სიმაღლეზე. ზონალური პროგნოზები, აგრეთვე, უნდა მოიცავდეს დაბალ სიმაღლეზე საფრენად საჭირო სხვა დამატებით მონაცემებს.
შენიშვნა: GAMET ფორმატით ზონალური პროგნოზი დგება ამ წესის №6 დანართის A6-1 ცხრილში მოცემული ნიმუშის მიხედვით. გარდა ამისა, GAMET ტიპის ზონალური პროგნოზის მეორე ნაწილში, დამატებით მიეთითება იკაოს ოფიციალური გამოცემის „EUR eANP“ (Doc 7754) II ტომის „MET LLF to Part V (MET)“ დანართით გათვალისწინებული მონაცემები.
3. GAMET ფორმით მომზადებული ზონალური პროგნოზები უნდა შეიცავდეს ორ ნაწილს: პირველი ნაწილი, რომელიც შეიცავს მონაცემებს მარშრუტზე იმ ამინდის მოვლენების შესახებ, რომელიც წარმოადგენს საშიშროებას დაბალ სიმაღლეებზე ფრენებისას და რომელიც გამოიყენება AIRMET ინფორმაციის გამოსაცემად და II ნაწილი, რომელიც შეიცავს დამატებით აუცილებელ ინფორმაციას დაბალ სიმაღლეებზე ფრენებისთვის. ზონალური პროგნოზები GAMET ფორმით, გამოიცემა ღია ტექსტით, იკაოს მიერ აღიარებული, მარტივად აღსაქმელი შემოკლებებისა და რიცხვითი მნიშვნელობების გამოყენებით, ამ წესის №6 დანართის A6-1 ცხრილის შესაბამისად. თუ იკაოს მიერ აღიარებული შემოკლებები არ არის ხელმისაწვდომი, გამოიყენება ინგლისური ენით შედგენილი მოკლე ტექსტი იმ ელემენტების აღსაწერად, რომლის ტექსტით შედგენის საშუალებასაც იძლევა საკონსულტაციო ინფორმაციის შეტყობინების ნიმუში. მეორე ნაწილში დამატებითი ელემენტები უნდა ჩაერთოს რეგიონალური სააერნაოსნო შეთანხმების (იკაოს ოფიციალური გამოცემის „EUR eANP“, Doc 7754) საფუძველზე. ელემენტები, რომლებიც უკვე ჩართულია შეტყობინებაში SIGMET, აღარ ჩაერთვება ზონალურ პროგნოზში GAMET.
4. იმ შემთხვევაში, როდესაც ზონალურ პროგნოზში GAMET ჩართული ამინდის მოვლენა, რომელიც წარმოადგენდა საშიშროებას დაბალ სიმაღლეზე ფრენებისთვის, არ წარმოიშვა ან აღარ არის მოსალოდნელი, გამოიცემა GAMET AMD (ცვლილება), რომელშიც იცვლება, მხოლოდ შესაბამისი მეტეოროლოგიური ელემენტი.
5. ზონალური პროგნოზების მომზადებისას დაბალ სიმაღლეებზე ფრენებისათვის, რუკების სახით, ქარის და ტემპერატურის პროგნოზები უნდა გამოიცეს პუნქტებისათვის, რომლებიც ერთმანეთისგან დაშორებული არიან არა უმეტეს 500 კმ-ის (300 საზღვაო მილი) და შემდეგი აბსოლუტური სიმაღლეებისათვის: 600, 1500 და 3000 მეტრი (2000, 5000, და 10000 ფუტი) და 4500 მეტრი (15000 ფუტი) მთიანი რაიონებისათვის.
6. ზონალური პროგნოზების მომზადებისას დაბალ სიმაღლეებზე ფრენებისათვის, რუკების სახით, SIGWX მოვლენების პროგნოზები, გამოიცემა დაბალ სიმაღლეებზე ფრენებისთვის SIGWX პროგნოზის სახით და განკუთვნილია მე-100 ეშელონამდე (ან 150-ე ეშელონამდე, მთიან რაიონებში ან, აუცილებლობის შემთხვევაში, უფრო მაღალ ეშელონამდე) ფრენებისათვის. SIGWX პროგნოზებში დაბალ სიმაღლეებზე უნდა ჩაერთოს შემდეგი პუნქტები:
ა) მოვლენა, რომელიც განაპირობებს ინფორმაცია SIGWX-ს გამოცემას ამ წესის X თავის მიხედვით და რომელიც, სავარაუდოდ, მოახდენს გავლენას დაბალ სიმაღლეზე ფრენებზე;
ბ) ზონალური პროგნოზების დეტალური ელემენტები დაბალ სიმაღლეზე ფრენებისათვის მოცემულია ამ წესის №6 დანართის A6-1 ცხრილში, გარდა იმ ელემენტებისა, რომელიც ეხება:
ბ.ა) სიმაღლეებზე ქარსა და ტემპერატურას და;
ბ.ბ) QNH-ის პროგნოზირებულ მნიშვნელობას.
შენიშვნა: „ISOL“, „OCNL“ და „FRQ“ ტერმინების სახელმძღვანელო მასალა, რომელიც ეხება გროვა-საწვიმარ ღრუბლებს, კოშკის მაგვარი გროვა ღრუბლებსა და ჭექა-ქუხილს, მოცემულია ამ წესის 73-ე მუხლში.
7. დაბალ სიმაღლეზე ფრენებისთვის განკუთვნილი ზონალური პროგნოზები, რომლებიც შემდგომ AIRMET (იხ. ამ წესის 71-ე მუხლი) ინფორმაციის გამოსაქვეყნებლად გამოიყენება, გამოიცემა ყოველ 6 საათში ერთხელ, ამასთან, მოქმედების პერიოდი შეადგენს 6 საათს და გადაეცემა მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანოს ან/და შესაბამისი აეროდრომის მეტეოროლოგიურ სამსახურებს, ექსპლუატანტებს და საფრენოსნო ეკიპაჟებს არაუგვიანეს 1 საათისა მათი მოქმედების პერიოდის დაწყებიდან. მეტეოროლოგიური თვალთვალის სამსახურსა და აეროდრომის მეტეოროლოგიურ ორგანოს შორის, რომლებიც პასუხისმგებლები არიან დაბალ სიმაღლეებზე ფრენებისათვის საფრენოსნო დოკუმენტაციის გამოცემაზე შესაბამის საფრენოსნო ინფორმაციის რაიონში, უნდა ხორციელდებოდეს AIRMET ინფორმაციის გამოსაქვეყნებლად მომზადებული, დაბალ სიმაღლეზე ფრენებისთვის განკუთვნილი ზონალური პროგნოზების გაცვლა.
8. საერთაშორისო ჰაერნაოსნობისათვის დაბალ სიმაღლეებზე ფრენის ზონალური პროგნოზები, რომლებიც მომზადებულია რეგიონული სააერნაოსნო შეთანხმების შესაბამისად და განკუთვნილია AIRMET-ის გამოსაცემად, უნდა გადაიცეს სააერნაოსნო ფიქსირებული მომსახურების (AFS) ფარგლებში ინტერნეტ სერვისის გამოყენები