1. საწარმო ვალდებულია უზრუნველყოს მეტად მაღალ სიხშირეზე რადიომაუწყებლობა ოპერატიული საფრენოსნო-საინფორმაციო მომსახურებისას,  იმ შემთხვევაში, თუ რეგიონული სააერნაოსნო შეთანხმებებით დადგენილია მათი საჭიროება.

2. სააერნაოსნო მომსახურების და აეროდრომების შესახებ მეტეოროლოგიური და ოპერატიული ინფორმაცია, რომელსაც მოიცავს საფრენოსნო-საინფორმაციო მომსახურება, შეძლებისდაგვარად უნდა წარედგინოს საექსპლუატაციო თვალსაზრისით გაერთიანებული ფორმით.

3. პილოტის მოთხოვნით, სმმ-ის პუნქტი გადასცემს მოცემულ შემთხვევაში გამოსაყენებელ ოპერატიულ საფრენოსნო-საინფორმაციო მომსახურების (OFIS) შეტყობინებებს.

4. ყოველთვის, როდესაც უზრუნველყოფილია მსგავსი სარადიომაუწყებლო გადაცემები:

ა)    აეროდრომები, რომელთა მიმართ აუცილებელია ცნობებისა და პროგნოზების გადაცემა, განსაზღვრული უნდა იყოს რეგიონული სააერნაოსნო შეთანხმებებით;

ბ) აეროდრომის შესახებ ყოველ შეტყობინებაში უნდა მიეთითოს იმ აეროდრომის დასახელება, რომელსაც მიეკუთვნება ინფორმაცია;

გ)  იმ შემთხვევაში, როდესაც რადიომაუწყებლობის დროისთვის ინფორმაცია არ არის მიღებული, უნდა გადაიცეს უკანასკნელი არსებული ინფორმაცია, მისი დაკვირვების დროის მითითებით;

დ)   სარადიომაუწყებლო გადაცემები უნდა წარიმართოს უწყვეტად და განმეორებით;

ე) ოპერატიული საფრენოსნო-საინფორმაციო მომსახურებისას, VHF-სარადიომაუწყებლო გადაცემებში გასათვალისწინებელია ადამიანის შესაძლებლობები. პრაქტიკული შესაძლებლობის შემთხვევაში, სარადიომაუწყებლო გადაცემების ხანგრძლივობამ არ უნდა გადააჭარბოს 5 წუთს. ამასთან, ყურადღება უნდა გამახვილდეს, რათა გადაცემების სიჩქარემ არ გამოიწვიოს მიღების ხარისხის გაუარესება.

შენიშვნა: ადამიანის შესაძლებლობებთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაცია მოცემულია იკაოს ოფიციალურ გამოცემაში Doc 9683-„ადამიანური ფაქტორების სწავლების სახელმძღვანელო“.

ვ)  რადიომაუწყებლობა უნდა განახლდეს რეგულარულად, რეგიონული სააერნაოსნო შეთანხმებების შესაბამისად. გარდა ამისა, საჭიროა მისი დაუყოვნებლივ განახლება არსებითი ცვლილების შემთხვევაში; და

ზ)  ოპერატიული საფრენოსნო-საინფორმაციო მომსახურების VHF-შეტყობინება უნდა მომზადდეს და გავრცელდეს  საწარმო(ებ)ის მიერ.

5. ოპერატიული საფრენოსნო-საინფორმაციო მომსახურების VHF-შეტყობინება, საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლისთვის განსაზღვრული აეროდრომებისთვის, უნდა წარიმართოს ინგლისურ ენაზე.

6. იმ შემთხვევაში, როდესაც ოპერატიული საფრენოსნო-საინფორმაციო მომსახურების VHF-სარადიომაუწყებლო გადაცემები წარმოებს რამდენიმე ენაზე, ყოველი ენისთვის უნდა გამოიყოს ცალკე არხი.

7. ოპერატიული საფრენოსნო-საინფორმაციო მომსახურებისას, VHF-სარადიომაუწყებლო გადაცემების შეტყობინებები უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას, მითითებული თანმიმდევრობით:

ა) აეროდრომის დასახელება;

ბ) დაკვირვების დრო;

გ) დასაფრენად გამოსაყენებელი ადზ;

დ) განსაკუთრებული პირობები ადზ-ს ზედაპირზე და, თუ მიზანშეწონილია, დამუხრუჭების მახასიათებელი;

ე)  სააერნაოსნო საშუალებების საექსპლუატაციო მდგომარეობის ცვლილება, თუ მიზანშეწონილია;

ვ) მოცდის არეში დაყოვნება, თუ მიზანშეწონილია;

ზ)  მიწისპირა ქარის მიმართულება და სიჩქარე; თუ მიზანშეწონილია, ქარის მაქსიმალური სიჩქარე;

თ) ხილვადობა და შესაბამის შემთხვევაში ადზ-ზე ხილვადობის სიშორე;

ი) მიმდინარე ამინდი;

კ) ღრუბლიანობა 5000 ფუტზე ქვემოთ ან სექტორში უდიდესი მინიმალური აბსოლუტური სიმაღლის ქვემოთ, იმის გათვალისწინებით, თუ რომელი მნიშვნელობაა მეტი; გროვა-საწვიმარი ღრუბლები; სრული ღრუბლიანობისას – ვერტიკალური ხილვადობა, თუ არსებობს ასეთი მონაცემები;

ლ) ჰაერის ტემპერატურა (რეგიონული სააერნაოსნო შეთანხმებების საფუძველზე);

მ)  ნამის წერტილის ტემპერატურა (რეგიონული სააერნაოსნო შეთანხმებების საფუძველზე);

ნ)  მონაცემები სიმაღლის საზომის დასაყენებლად ზღვის დონემდე დაყვანილი წნევის მიხედვით (რეგიონული სააერნაოსნო შეთანხმებების საფუძველზე);

ო) დამატებითი ინფორმაცია ამინდის ბოლო მოვლენების შესახებ, რომლებიც გავლენას ახდენს ფრენებზე, და აუცილებლობისას, ქარის წანაცვლებისშესახებ;

პ)  „ტრენდის“ ტიპის პროგნოზი, არსებობის შემთხვევაში;  და

ჟ)  მიმდინარე SIGМЕТ-შეტყობინებები.

შენიშვნა: თ), ი) და კ) ქვეპუნქტებში მითითებული ელემენტები იცვლება ტერმინით CAVOK, თუ აკმაყოფილებს  ტექნიკური რეგლამენტის „საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 9 დეკემბრის №325 დადგენილების 74-ე მუხლის მოთხოვნებ