საწარმო ვალდებულია:

ა) მიღებული ინფორმაციის და ვიზუალური დაკვირვების საფუძველზე, განსაზღვროს ცნობილი სხ-ების ურთიერთმდებარეობა; და

ბ) უზრუნველყოს ინფორმაციის გადაცემა, მათ შორის, გამოსაყენებელი  ადზ-ის შესახებ, ქვემოთ ჩამოთვლილი სხ-ების უსაფრთხო და ეფექტური ოპერირების მიზნით:

ბ.ა)  აეროდრომის რაიონში მფრენი სხ-ების; და

ბ.ბ) სამანევრო არეზე მოძრავი სხ-ების; და

ბ.გ)  დამფრენი და გამფრენი სხ-ების; და

ბ.დ) სამანევრო არეზე მყოფი სხ-ების, სატრანსპორტო საშუალებების და პერსონალის; და

ბ.ე)  სამანევრო არეზე მყოფი სხ-ების და ამავე ფართობზე არსებული დაბრკოლებების.

გ)  უზრუნველყოს, რომ გამოსაყენებელ ადზ იყოს ყველაზე შესაფერისი კონკრეტული ოპერირებისთვის