1. AFIS  საწარმო ვალდებულია  უზრუნველყოს სასარგებლო ინფორმაცია ფრენის უსაფრთხო და ეფექტური განხორციელების მიზნით სააეროდრომო საფრენოსნო საინფორმაციო არეში და მის სიახლოვეს. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, პილოტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, იმოქმედოს შესაბამისად, ფრენის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

2. AFIS-ის მომსახურება უზრუნველყოფილი უნდა იყოს აეროდრომზე განთავსებული პუნქტის მიერ, რომელიც აღინიშნება როგორც „AFIS-ის პუნქტი“. AFIS-ის პუნქტმა სააეროდრომო მოძრაობა უნდა უზრუნველყოს საფრენოსნო-საინფორმაციო და საავარიო შეტყობინებით.

3. AFIS-ის პუნქტი დაკავშირებული უნდა იყოს საფრენოსნო ინფორმაციის შესაბამის პუნქტებთან ან რაიონულ სამეთვალყურეო პუნქტთან და აუცილებლობისას, იმ მისადგომის სამეთვალყურეო პუნქტთან, რომელიც ემსახურება მოსაზღვრე სამეთვალყურეო არეს, ან მოსაზღვრე აეროდრომის სააეროდრომო სამეთვალყურეო პუნქტთან, და აგრეთვე:

ა) აეროდრომის საავარიო და სამაშველო სამსახურთან;

ბ) მეტეოროლოგიურ სამსახურთან, რომელიც ემსახურება აეროდრომს; და

გ) ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურთან რომელიც ემსახურება აღნიშნულ აეროდრომს.

4. AFIS-ის პუნქტსა და შესაბამისად აღჭურვილ სხ-ებს შორის, რომლებიც ფრენას ახორციელებენ AFIS-ის აეროდრომიდან 45 კმ-ის (25 საზღვაო მილის) ფარგლებში,  „ჰაერი-მიწა“ კავშირის საშუალებებით უზრუნველყოფილი უნდა იყოს პირდაპირი, სწრაფი, უწყვეტი და ორმხრივი კავშირი,5. პირდაპირი სამეტყველო კავშირის ყველა საშუალება AFIS-ის პუნქტსა და სმმ-ის პუნქტებს შორის უზრუნველყოფილი უნდა იყოს ჩაწერის საშუალებები