1. იმ შემთხვევაში, როდესაც D-ATIS წარმოადგენს არსებული სამეტყველო ATIS-ის დამატებას, ინფორმაციის შინაარსი და ფორმატი უნდა იყოს სამეტყველო ATIS-ის სარადიომაუწყებლო გადაცემების იდენტური.

2. იმ შემთხვევაში, როდესაც მეტეოროლოგიური ინფორმაცია მოცემულია რეალურ დროში, მაგრამ მონაცემები რჩება არსებითი ცვლილებების კრიტერიუმის ფარგლებში, იმავე ინდექსის შენარჩუნების მიზნით შინაარსი უნდა ჩაითვალოს იდენტურად.

3. იმ შემთხვევაში, როდესაც D-ATIS წარმოადგენს არსებული სამეტყველო-ATIS-ის დამატებას და ATIS-ი საჭიროებს მოდერნიზებას, მაშინ სამეტყველო-ATIS-ის და D-ATIS-ის მოდერნიზება უნდა განხორციელდეს ერთდროულად.

შენიშვნა: დამატებითი ინფორმაცია D-ATIS-სთან მიმართებით მოცემულია იკაოს ოფიციალურ გამოცემაში Doc 9694 -„საჰაერო მოძრაობის მომსახურების მიზნებისთვის მონაცემთა გადაცემის ხაზებით სარგებლობის სახელმძღვანელო“. ტექნიკური მოთხოვნები D-ATIS-ის გამოყენებასთან დაკავშირებით მოცემულია ჩიკაგოს კონვენციის მე-10 დანართის მე-3 ტომის პირველი ნაწილის მე-3 თავშ