თითოეული მხარე ვალდებულია:

გააგრძელოს მუშაობა ექსპერტიზისა და რეგისტრაციის საკუთარი სისტემების გაუმჯობესებისათვის, მათ შორის ექსპერტიზის პროცედურებისა და ხარისხის სისტემების გაუმჯობესების გზით;

განმცხადებელს წერილობით შეატყობინოს ინტელექტუალური საკუთრების უფლების მინიჭებაზე ან რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზების შესახებ;

დაინტერესებულ მხარეებს მისცეს შესაძლებლობა, გაასაჩივრონ ინტელექტუალური საკუთრების უფლების მინიჭება ან რეგისტრაცია, ან მოითხოვონ ინტელექტუალური საკუთრების არსებული უფლების შეწყვეტა, ძალადაკარგულად ან ბათილად ცნობა; და

მოითხოვოს, რომ გადაწყვეტილებები საჩივართან, შეწყვეტასთან, ძალადაკარგულად ან ბათილად ცნობასთან დაკავშირებით იყოს დასაბუთებული და წერილობითი ფორმით.

ამ მუხლის მიზნებისთვის, „წერილობითი ფორმა“ და „წერილობითი შეტყობინებების გაგზავნა“ შეიძლება მოიცავდეს წერილობით კომუნიკაციას ელექტრონული ფორმი