ინტელექტუალური საკუთრების სისტემის გამჭვირვალობის ხელშეწყობის მიზნით და საზოგადოებრივი მონიტორინგისათვის, ქართული მხარე ინტერნეტში გამოაქვეყნებს და ხელმისაწვდომს გახდის რეგისტრირებულ მონაცემთა ბაზებს გამოგონების, სასარგებლო მოდელების, მცენარეთა ჯიშების პატენტებზე, ასევე მონაცემებს დიზაინზე, სასაქონლო ნიშნებზე და გეოგრაფიულ აღნიშვნებზე. ხოლო ჰონგ-კონგი, ჩინეთი საკუთარი კანონმდებლობის შესაბამისად ინტერნეტში საზოგადოებრივი მონიტორინგისათვის ხელმისაწვდომს გახდის რეგისტრირებულ მონაცემებს გამოგონების სტანდარტულ პატენტებზე, მოკლევადიან პატენტებზე, რეგისტრირებულ დიზაინებზე და სასაქონლო ნიშნებზე, რაც შეიცავს იმ აუცილებელ მონაცემებს, რაც შეესაბამება საკუთარი კანონმდებლობა