წინამდებარე თავის მიზანია ვაჭრობიდან და ინვესტიციებიდან მიღებული სარგებლის გაზრდა ინტელექტუალური საკუთრების უფლებათა დაცვისა და აღსრულების გზით. მხარეები აღიარებენ, რომ:
შექმნიან და შეინარჩუნებენ ინტელექტუალური საკუთრების გამჭვირვალე სისტემებს და უზრუნველყოფენ ინტელექტუალური საკუთრების უფლებათა ადეკვატურ და ეფექტიან დაცვას და აღსრულებას უფლებების მფლობელთათვის და მოსარგებლეთათვის;
ინტელექტუალური საკუთრების უფლებათა დაცვა და აღსრულება ხელს უნდა უწყობდეს ტექნოლოგიური ინოვაციების პოპულარიზაციასა და ტექნოლოგიების გადაცემასა და გავრცელებას;
ინტელექტუალური საკუთრების დაცვა ხელს უწყობს ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას და შეუძლია შეამციროს ხარვეზები და დაბრკოლებები საერთაშორისო ვაჭრობაში;
ინტელექტუალური საკუთრების სისტემები ხელს უნდა უწყობდეს ღია, ინოვაციური და ეფექტიანი ბაზრების შექმნას, მათ შორის, ინტელექტუალური საკუთრების უფლებათა ეფექტიანად შექმნას, გამოყენებას, დაცვასა და აღსრულებას, შესაბამისი შეზღუდვებისა და გამონაკლისების დაწესებას და უფლებათა მფლობელებს, მოსარგებლეებსა საზოგადოებრივ ინტერესს შორის სათანადო ბალანსის მიღწევას;
ინტელექტუალური საკუთრების სისტემები თავად არ უნდა იქცნენ კანონიერი ვაჭრობის ბარიერებად;
შესაძლებელია საჭირო გახდეს სათანადო ზომების გატარება, იმ პირობით თუ ისინი შეესაბამება „ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ვაჭრობასთან დაკავშირებული ასპექტების შესახებ (TRIPS)“ შეთანხმებისა და წინამდებარე თავის დებულებებს, იმისათვის რომ თავიდან იქნეს აცილებული ინტელექტუალური საკუთრების უფლებათა ბოროტად გამოყენება მათი მფლობელების მიერ, ან ისეთი მეთოდების გამოყენება, რომლებიც უსაფუძვლოდ ზღუდავს ვაჭრობას, ეწინააღმდეგება კონკურენციას, ან უარყოფით ზემოქმედებას ახდენს საერთაშორისო დონეზე ტექნოლოგიების გადაცემაზე; და
შესაძლებელია გატარდეს ზომები, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და კვებით უზრუნველყოფის მიზნით, იმ პირობით თუ ისინი შეესაბამება „ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ვაჭრობასთან დაკავშირებული ასპექტების შესახებ“ შეთანხმებისა და წინამდებარე თავის დებულებებ