თითოეული მხარე შეეცდება, საკუთარი კანონებისა და მარეგულირებელი აქტების შესაბამისად, მეორე მხარის ფიზიკურ პირებს, რომელთაც დააფუძნეს ან გეგმავენ დააფუძნონ კომერციული წარმომადგენლობა აღნიშნული მხარის სივრცეში, და მეორე მხარის ფიზიკური ან იურიდიული პირების მიერ დაქირავებულ ძირითად პერსონალს მისცეს საკუთარ სივრცეში დროებით შესვლისა და დარჩენის უფლება, რათა მათ განახორციელონ კომერციულ წარმომადგენლობასთან დაკავშირებული საქმიანობა.
თითოეული მხარე შეეცდება, საკუთარი კანონმდებლობისა და მარეგულირებელი აქების შესაბამისად, ნება დართოს მეორე მხარის ფიზიკურ ან იურიდიულ პირებს და მათ კომერციულ წარმომადგენლობას, ამ წარმომადგენლობის საქმიანობასთან დაკავშირებით, აიყვანონ ნებისმიერი ძირითადი პერსონალი ფიზიკური ან იურიდიული პირის სურვილისამებრ, მიუხედავად ეროვნების და მოქალაქეობისა, იმ პირობით, რომ ასეთ ძირითად პერსონალს მიღებული აქვს ნებართვა შევიდეს, დარჩეს და იმუშაოს შესაბამისი ქვეყნის სივრცეში და რომ მისი დასაქმება შეესაბამება ამგვარი ძირითადი პერსონალისთვის გაცემული ნებართვის პირობებსა და ვადებ