წინამდებარე თავის მიზნებისათვის:
კომერციული წარმომადგენლობა ნიშნავს ნებისმიერი სახის კომერციულ საწარმოს, რომელიც იქმნება:
იურიდიული პირის დაარსების, შესყიდვის ან შენარჩუნების გზით; ან
ფილიალის ან წარმომადგენლობის დაარსების ან შენარჩუნების გზით,მეორე მხარის სივრცეში ეკონომიკური საქმიანობის განსახორციელებლად.
იურიდიული პირი ნიშნავს კომერციული ან სხვა მიზნით შესაბამისი კანონმდებლობის მიხედვით სათანადოდ შექმნილ ან სხვაგვარად ორგანიზებულ, კერძო ან სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ, ნებისმიერ იურიდიულ პირს, ნებისმიერი კორპორაციის, ტრასტის, ამხანაგობის, ერთობლივი საწარმოს, ინდივიდუალური საწარმოს ან ასოციაციის ჩათვლით;
მეორე მხარის იურიდიული პირი ნიშნავს იურიდიულ პირს, რომელიც დაარსებული ან სხვაგვარად ორგანიზებულია ამ მხარის კანონმდებლობის მიხედვით და რომელიმე მხარეში ეწევა არსებით სამეწარმეო საქმიანობა