მხარის მიერ 10-1 დანართის (დათქმების ცხრილები) ჩამონათვალში განსაზღვრულ ნებისმიერ დათქმას;

(a) ქვეპუნქტში მითითებულ დათქმაში შესულ ცვლილებას, იმ პირობით, რომ ცვლილება არ ამცირებს მე-3 მუხლთან (ეროვნული რეჟიმი) აღნიშნული დათქმის შესაბამისობას; და

მხარის მიერ მიღებულ ნებისმიერ ახალ დათქმას, რომელიც შესულია 10-1 დანართში (დათქმების ცხრილები) და  გავლენას არ ახდენს წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში ამ მხარისთვის გათვალისწინებული ვალდებულებების საერთო დონეზე;

იმ პირობით, რომ ამგვარი დათქმები წინააღმდეგობაშია მე-3 მუხლთან (ეროვნული რეჟიმი).

მხარეს ნებისმიერ დროს შეუძლია მეორე მხარის მოთხოვნის შემთხვევაში ან ცალმხრივად, მთლიანად ან ნაწილობრივ, გააუქმოს 10-1 დანართით (დათქმების ცხრილები) განსაზღვრული დათქმები, მეორე მხარისთვის  წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით.

მხარეს ნებისმიერ დროს შეუძლია ახალი დათქმის დამატება 10-1  დანართში (დათქმების ცხრილები) ამ მუხლის პირველი პუნქტის (c) ქვეპუნქტის შესაბამისად, რის შესახებაც წერილობით ატყობინებს მეორე მხარეს. ამგვარი შეტყობინების მიღებისას, მეორე მხარემ შეიძლება დათქმასთან დაკავშირებით მოითხოვოს კონსულტაციის გამართვა. კონსულტაციის გამართვის მოთხოვნის მიღებიდან 30 დღის განმავლობაში, მხარე, რომელიც ამატებს ახალ დათქმას, კონსულტაციებს იწყებს კონსულტაციის მომთხოვნ მხარესთა