არაფერი ამ თავში არ უნდა იყოს აღქმული ისე, რომ აუკრძალოს მხარეს მიიღოს, შეინარჩუნოს ან აღასრულოს ნებისმიერი ზომა, რომელიც შესაბამისობაშია ამ თავთან, და რომელიც განეკუთვნება საზოგადოებრივი ინტერესების საგანს, როგორიცაა ზომები ჯანმრთელობის, უსაფრთხოების ან გარემოს დაცვის უზრუნველსაყოფად, ან სათანადო ზომები კეთილგონივრული მიზნებისთვის.
მხარემ არ უნდა თქვას უარი ან სხვაგვარად აარიდოს თავი, ან არ უნდა შესთავაზოს სხვას უარის თქმა ან გადახვევა პირველ პუნქტში განსაზღვრული ზომებიდან, მეორე მხარის იურიდიული ან ფიზიკური პირების კომერციული წარმომადგებლობების საკუთარ სივრცეში დაფუძნების, შესყიდვის, გაფართოების ან შენარჩუნების წახალისებაზ