წინამდებარე თავის მიზნებისთვის, თუ საპირისპირო განზრახვა არ წარმოიშვა:
ინტელექტუალური საკუთრების უფლებები გულისხმობს საავტორო და მომიჯნავე უფლებებს, სასაქონლო ნიშნებთან, გეოგრაფიულ აღნიშვნებთან, დიზაინთან, პატენტებთან და ინტეგრალური მიკროსქემების ტოპოლოგიასთან დაკავშირებულ უფლებებს, მცენარეთა ჯიშებიდან გამომდინარე უფლებებს, დახურულ ინფორმაციასთან დაკავშირებულ უფლებებს, როგორც ეს განსაზღვრული და აღწერილია „ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ვაჭრობასთან დაკავშირებული ასპექტების შესახებ (TRIPS)“ შეთანხმებაში;
TRIPS-ის შეთანხმება ნიშნავს ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ვაჭრობასთან დაკავშირებული ასპექტების შესახებ შეთანხმებას, რომელიც მითითებულია ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის შეთანხმების 1C დანართში, დროდადრო შეტანილი გადასინჯვების ან შესწორებების გათვალისწინებით, რომელიც ვრცელდება ორივე მხარეზე, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური საბჭოს მიერ გაცემული ნებისმიერ დებულებებთან დაკავშირებული ნებისმიერი გამონაკლისის ჩათვლი