გარდა მე-17 თავის (ზოგადი დებულებები და გამონაკლისები) მე-6 მუხლით (საგადამხდელო ბალანსის უზრუნველყოფის ზომები) გათვალისწინებული შემთხვევებისა, მხარე არ იყენებს შეზღუდვებს მიმდინარე გადახდებისა და კაპიტალის მოძრაობის მიმართ, რომელიც უკავშირდება კომერციული წარმომადგენლობის ფარგლებში სექტორებში საქმიანობას გარდა მომსახურების სექტორისა.

ეს თავი  არ ახდენს გავლენას საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) შეთანხმების მუხლებით მხარეებისთვის განსაზღრვულ უფლებებსა და ვალდებულებებზე, მათ შორის, IMF შეთანხმების მუხლების შესაბამისად სავალუტო კურსთან დაკავშირებული ღონისძიებების გამოყენებაზე, იმ პირობით, რომ მხარე არ დააწესებს ისეთ შეზღუდვებს კაპიტალთან დაკავშირებულ ტრანზაქციებზე, რომელიც ეწინააღმდეგება ამ თავით მისთვის განსაზღვრულ ვალდებულებებს, გარდა მე-17 თავის (ზოგადი დებულებები და გამონაკლისები) მე-6 მუხლით (საგადამხდელო ბალანსის უზრუნველყოფის ზომები) გათვალისწინებული შემთხვევებისა, ან IMF-ის მოთხოვნის საფუძველზ