თითოეული მხარე იღებს ვალდებულებას აამოქმედოს ინტელექტუალური საკუთრების უფლებათა აღსრულების ეფექტიანი სისტემები იმისათვის, რომ აღმოფხვრას იმ საქონლითა და მომსახურებებით ვაჭრობა, რომლითაც ირღვევა ინტელექტუალური საკუთრების უფლებები.
თითოეული მხარე უზრუნველყოფს TRIPS-ის შეთანხმების შესაბამისად სისხლის სამართლებრივი პროცედურებისა და სასჯელის/ჯარიმების გამოყენებას სულ მცირე ისეთ შემთხვევებში, როგორიცაა განზრახ სასაქონლო ნიშნის კონტრაფაქცია ან საავტორო უფლების მეკობრეობა ეკონომიკური მასშტაბით. უფლებების განხორციელების სამართლებრივი საშუალებები უნდა მოიცავდეს პატიმრობას და/ან ფულად ჯარიმებს, საკმარისს იმისათვის, რომ შემაკავებელი ფაქტორის როლი შეასრულოს და თანაზომიერი იყოს იმ სასჯელებთან მიმართებაში, რომლებიც გამოიყენება შესაბამისი სიმძიმის დანაშაულებათა შემთხვევებშ