მხარეებს შორის ურთიერთგაგების ხელშეწყობის ან ამ თავით გათვალისწინებული კონკრეტული საკითხების გადაწყვეტის მიზნით, თითოეული მხარე, მეორე მხარის მოთხოვნის საფუძველზე, გამართავს კონსულტაციებს მეორე მხარის მიერ წარმოდგენილ საკითხებთან დაკავშირებით. მხარე ვალდებულია, საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნულ მოთხოვნაში მიუთითოს, თუ რა გავლენას ახდენს დასმული საკითხი მხარეებს შორის ვაჭრობასა თუ ინვესტიციებზე.

თავი 13

გარემოს დაცვა და ვაჭრო