მუხლი 3 მხარეებს მიაჩნიათ, რომ მათი მომავალი კეთილდღეობისა და სტაბილურობისათვის არსებითად მნიშვნელოვანია, რათა ახლად შექმნილმა დამოუკიდებელმა სახელმწიფოებმა, რომლებიც წარმოიშვნენ ან აღიდგინეს თავიანთი დამოუკიდებლობა საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ (აქ და შემდგომ ნახსენები იქნება როგორც „დამოუკიდებელი სახელმწიფოები“), შეინარჩუნონ და განავითარონ თანამშრომლობა ჰელსინკის დასკვნითი აქტისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესაბამისად, კეთილმეზობლური ურთიერთობის დამყარების სულისკვეთებით, და ყველაფერი იღონო, რათა ბიძგი მისცენ ამ პროცესს🔗