1. თითოეული მონაწილე გაატარებს ისეთ საკანონმდებლო და სხვა ზომებს, რომლებიც აუცილებელია, რათა იურიდიულ პირს დაეკისროს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რომელსაც ფიზიკური პირი სჩადის ამ იურიდიული პირის სასარგებლოდ, ინდივიდუალურად ან როგორც იურიდიული პირის წევრი, სადაც მას უკავია წამყვანი თანამდებობა, ამ დანაშაულის ჩადენა დაკავშირებულია:
a) მის უფლებამოსილებასთან შეასრულოს იურიდიული პირის წარმომადგენლის როლი;
b) მის უფლებამოსილებასთან მიიღოს გადაწყვეტილებები იურიდიული პირის სახელით;
c) მის უფლებამოსილებასთან განახორციელოს კონტროლი იურიდიული პირის შიგნით.
2. 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, თითოეული მონაწილე გაატარებს საჭირო ზომებს, რათა იურიდიულ პირს დაეკისროს პასუხისმგებლობა იმ შემთხვევაში, თუ პირველ პარაგრაფში მითითებული ფიზიკური პირის მხრიდან განუხორციელებელმა ზედამხედველობამ ან კონტროლმა შესაძლებელი გახადა ფიზიკური პირის მიერ, რომელიც მოქმედებს სამსახურებრივი უფლებამოსილებით, წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა ამ იურიდიული პირის სასარგებლოდ.
3. მონაწილის იურიდიული პრინციპების შესაბამისად, იურიდიულ პირს შესაძლებელია დაეკისროს სისხლისსამართლებრივი, სამოქალაქო სამართლებრივი ან ადმინისტრაციულ სამართლებრივი პასუხისმგებლობა.
4. ასეთი პასუხისმგებლობა არ უნდა ზღუდავდეს იმ ფიზიკურ პირთა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, რომლებმაც ჩაიდინეს დანაშაულ