განაჩენი

სისხლის სამართლის 10.06.2019
საქმის ნომერი
010100115001089755
ინსტანცია
თარიღი
10.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ბ-350-2018 წელი

№010100115001089755

g a n a C e n i

saqarTvelos saxeliT

24 ოქტომბერი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლემ მარინე იმერლიშვილმა

სხდომის მდივანი - ლალი მსხილაძე

სახელმწიფო ბრალმდებლის – ი-----–- დ--------–--ის, ნ----- გ-------–--ის,ადვოკატის – ე------ პ-----ის,მსჯავრდებულის – ე------ პ----ის მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა ე------ პ----ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.

ე------ პ----ე, დაბადებული 1----–-–----------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, უმაღლესი განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები ქ. ბ------–------------------------------ში, მსჯავრდებულია ბათუმის საქა-ლაქო სასამართლოს 2018 წლის 13 აპრილის განაჩენით დანაშაულისათვის, გათვალისწინე-ბული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით და შეფარდებული აქვს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

aRwerilobiTi nawili:

ე------ პ----ეს ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად ბრალი დაედო თაღლითო-ბისათვის, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფ-ლებისათვის მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი სამსახურებ-რივი მდგომარეობის გამოყენებით.

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2015 წლის ივლისის თვეში, შ------- მ-----–-–---–ისგან, ე------ პ----ემ შეიტყო, რომ შსს ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს გონიოს პოლიციის განყოფილებაში მიმდინა-რეობდა გამოძიება შ------- მ-----–-–---–ის მიმართ, პირადი მოტივით დოკუმენტის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისა და ოფიციალური დოკუმენტის ანგარების მიზნით შეძენის ფაქტზე. აღნიშნული ინფორმაციის გაგებისა და შ------- მ-----–-–---–ის მხრიდან მისდამი არსებული ნდობის საფუძველზე, განიზრახა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრე-ბის მიზნით მოტყუებით დაუფლებოდა ამ უკანასკნელის ფულად თანხას. „დაპირდა“ შ-------- მ-----–-–---–ს, რომ გარკვეული თანხის სანაცვლოდ, დაუქირავებდა ადვოკატს, რო-მელიც სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით ყველაფერს მოაგვარებდა პრო-კურორთან და მოსამართლესთან. იგი ისე, რომ შ------- მ-----–-–---–ისათვის ადვოკატი არ დაუქირავებია და არცერთი დაპირებული მოქმედება არ შეუსრულებია და არ განუხორ-ციელებია, მიუხედავად იმისა, რომ არც კანონიერი შესაძლეობლობა გააჩნდა გავლენა მო-ეხდინა საქმის სასამართლო განხილვის საბოლოო შედეგზე, შ------- მ-----–-–---–ისაგან მოტყუებით დაეუფლა 200 ლარს. სასამართლოს მიერ შ------- მ-----–-–---–ის მიმართ არა-საპატიმრო სასჯელის დანიშვნის შემდეგ, მეტი სარგებლის მიღების მიზნით, ე------ პ----ე კვლავ დაუკავშირდა შ------- მ-----–-–---–ს და უთხრა, რომ საქმის სასურველი შედეგით დასრულების შემდეგ, შესაბამისი პირისათვის, დამატებით, 100 ლარის გადახდა იყო სა-ჭირო, რის საფუძველზეც ე------ პ----ე 2015 წლის 27 ივლისს, შ------- მ-----–-–---–ისგან, მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა 100 ლარს. სა-ბოლოოდ ე------ პ----ე სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით შ------- მ-----–-–----–ისაგან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა 300 ლარს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 აპრილის განაჩენით ე------ პ----ის ქმე-დება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 180-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2015 წლის ივლისის თვეში შ------- მ-----–-–----–ისგან ე------ პ----ემ შეიტყო, რომ შსს ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს გონიოს პოლიციის განყოფილებაში მიმდინარეობდა გამოძიება შ------- მ-----–-–---–ის მი-მართ, პირადი მოტივით დოკუმენტის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისა და ოფი-ციალური დოკუმენტის ანგარების მიზნით შეძენის ფაქტზე. აღნიშნული ინფორმაციის გაგებისა და შ------- მ-----–-–---–ის მხრიდან მისდამი არსებული ნდობის საფუძველზე, განიზრახა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით, დაუფლებოდა ამ უკანასკნელის ფულად თანხას. „დაჰპირდა“ შ------- მ-----–-–---–ს, რომ გარკვეული თან-ხის სანაცვლოდ, დაუქირავებდა ადვოკატს, რომელიც იურიდიულ დახმარებას აღმო-უჩენდა სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, თუმცა, ისე რომ შ------- მ-----–-–----–ისათვის ადვოკატი არ დაუქირავებია და საქმის განხილვა საპროცესო შეთანხმებით დასრულდა, ბრალდების მხარის მიერ სახელმწიფოს ხარჯზე მოწვეული ადვოკატის მონა-წილეობით, 2015 წლის 27 ივლისს, ე------ პ----ე შ------- მ-----–-–---–ისგან, მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა 100 ლარს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს პროკურორმა ბ---–----–- მ–------ემ და მსჯავრდებულ ე------ პ----ის ინტერე-სების დამცველმა ადვოკატმა ე------ პ-----ემ.

აპელანტი, პროკურორი ბ---–----–- მ–------ე თავისი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ე------- პ----ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხ-ლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მისთვის შესაბამისი სასჯელის განსაზღვრას. მოთხოვნას ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ დაუსაბუთებელია სასამართლოს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ პ----ემ მ-----–--–---–ს მხოლოდ ადვოკატის აყვანაში დახმარება შესთავაზა, თანაც მხოლოდ ამ მიზნით მოითხოვა თანხა და არ დაპირებია ამ თანხის სანაცვლოდ თავისი სამსახურებრივი მდგო-მარეობის გამოყენებით რაიმე გავლენის მოხდენას საქმის გადაწყვეტაზე. თუმცა შ------- მ-----–-–---–მა მას დახმარებისათვის მიმართა სწორედ როგორც მოქმედ პოლიციელს, რომელსაც მიუწვდებოდა ხელი მ-----–-–---–ისათვის საინტერესო ინფორმაციის მოპოვე-ბაზე. პ----ემ თავისი თაღლითური განზრახვის განხორციელება სწორედ იმ გარემოების აპელირებით დაიწყო, რომ ის შეხვდა საქმის მწარმოებელ გამომძიებელს, რომლისგანაც მიიღო ინფორმაცია მ-----–-–--–ის მიმართ წარმოებულ საქმეზე. ე------ პ----ე რომ არ ყოფილიყო პოლიციელი, შესაბამისად ვერც ინფორმაციას მიიღებდა ე--------- ბ---–----ი-საგან მის წარმოებაში არსებულ საქმეზე, შესაბამისად ვერც შექმნიდა წინაპირობას მ------–-–---–ის მიმართ თაღლითობის განხორციელებაში.

აპელანტი, მსჯავრდებულ ე------ პ----ის ინტერესების დამცველი ადვოკატი ე------ პ-----ე თავისი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ე------ პ----ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, რასაც ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ უტყუარ მტკიცებულებად არ უნდა იქნეს მიჩნეული ერთადერთი პირდაპირი მტკიცებულება – დაზარალებულის ჩვენება, ხოლო რაც შეეხება სხვა მტკიცებულებებს, გამომძიებლების და ბრალდებულის დაკავებაში მონაწილე პირების მიერ მიცემული ჩვენების სარწმუნოდ მიჩნევის მიუხედავად, მათი ჩვე-ნებები ვერ იმოქმედებს იმ ფაქტზე, ჩაიდინა თუ არა ე------ პ----ემ დანაშაული. მოწმეები არ არიან უშუალოდ ფაქტის შემსწრენი და ინფორმაციას იძლევიან საგამოძიებო მოქ-მედებებთან დაკავშირებით, რომელიც არ ადასტურებს ე------ პ----ის დამნაშავეობას. ე------- პ----ისათვის სამსახურებრივ სარგებლობაში გადაცემული, შკოდას მარკის ავტომო-ბილის ჩხრეკის დროს ნივთმტკიცება – 50 ლარიანი კუპიურა, რომელიც საგამოძიებო ორგანოების აზრით ე------ პ----ეს შ------- მ-----–-–---–ისაგან გადაეცა, ავტომობილში არ აღმოჩნდა. მოწმეები მიუთითებენ, რომ პირადად არ დაუნახავთ ფულის გადაცემის ფაქტი.

საპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

– აპელანტს, სახელმწიფო ბრალმდებლეს, პროკურორ ი-----–- დ--------–--ეს და ნ----- გ--------–--ეს, რომლებიც ითხოვენ ე------ პ----ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მისთვის შესაბამისი სასჯელის განსაზღვრას.

– აპელანტს, მსჯავრდებულ ე------ პ----ეს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს ე------- პ-----ეს, რომლებიც ითხოვენ ე------ პ----ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გა-მოტანას.

samotivacio nawili:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრების მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოე-ბათა გამო:

დაზარალებულმა შ------- მ-----–-–---–მა ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ 2015 წლის მაისის თვეში ხ--–----------------–----–----------------------ში ყოფნისას ქუჩაში შემთხვე-ვით იპოვა ნ----- პ----ის სახელზე გაცემული პირადობის მოწმობა. იმის გამო, რომ თვი-თონ დეპორტირებული იყო თურქეთის რესპუბლიკიდან და აკრძალული ჰქონდა ქვე-ყანაში შესვლა, გადაწყვიტა ამ პირადობის მოწმობით გადაეკვეთა სახელმწიფო საზღვარი და შესულიყო თურქეთში. განზრახვის სისრულეში მოყვანას შეეცადა მეორე საღამოსვე, მაგრამ თურქი მესაზღვრეები მიუხვდნენ სხვისი პირადობის მოწმობის გამოყენებას, არ შეუშვეს ქვეყანაში, უკან დააბრუნეს და ჩააბარეს ქართველ სამართალდამცავებს. გამომძიე-ბელმა ე--------- ბ---–----ემ დაკითხა გონიოს პოლიციის განყოფილებაში, შემდეგ სახლში გაუშვა და განუმარტა, რომ უახლოეს დღეებში დაუკავშირდებოდა. დაბნეულმა და შეშინე-ბულმა დაურეკა თავის დიდი ხნის ნაცნობს, ე------ პ----ეს, რომელიც პოლიციის თანამ-შრომელი იყო და იფიქრა, რომ დაეხმარებოდა გარკვეულიყო თუ რა შეიძლებოდა ამ ფაქტს მოჰყოლოდა, აუხსნა სიტუაცია. მოგვიანებით, როდესაც ერთმანეთს შეხვდნენ, ე------მა განუმარტა, რომ, როგორც გაიგო, ორი მუხლით წარედგინებოდა ბრალდება, დასჭირდებო-და ადვოკატი, მის დასაქირავებელად კი 200 ლარი იყო აუცილებელი. მოსთხოვა მიეცა ეს თანხა მისთვის და დაუქირავებდა დამცველს. მართალია, თანხა არ ჰქონდა, მაგრამ იშოვა და მომდევნო შეხვედრისას გადასცა ე------ს. ამის შემდეგ ისევ გამომძიებელი ბ---–----ე დაუკავშირდა, სთხოვა პროკურატურაში მისულიყო. მივიდა, გააცნეს ბრალდების შესახებ დადგენილება და განუმარტეს, რომ შეეძლო მოეთხოვა ადვოკატის დანიშვნა სახელმწიფოს ხარჯზე. იმედი ჰქონდა ე------ის მიერ დაქირავებული ადვოკატი მივიდოდა გამოძიების ორგანოში, მაგრამ ის არ ჩანდა, ამიტომ დაეთანხმა და სთხოვა დაენიშნათ მისთვის სა-ხაზინო ადვოკატი. მეორე დღეს ისევ დაიბარეს პროკურატურაში, გააცნეს და ხელი მო-აწერინეს საპროცესო შეთანხმების მასალებზე. არც ამ დროს და არც შემდეგ, სასამართლოს მიერ საპროცესო შეთანხმების განხილვისას, პ----ის მიერ დაქირავებული ადვოკატი არ გამოჩენილა. სახელმწიფოს ხარჯზე მოწვეული ადვოკატი დ----- კ----–--ე იცავდა მის უფლებებს, რომელმაც, საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შემდეგ, მის კითხვაზე - ვისთვის უნდა გადაეხადა მადლობა, აუხსნა, რომ ვალში არავისთან იყო და მადლობა მხო-ლოდ სახელმწიფოსთვის ეთქვა. ამ დროს გაუჩნდა პირველი ეჭვი პ----ესთან დაკავშირე-ბით. ცხადი გახდა, რომ მიუხედავად ფულის გამორთმევისა, ადვოკატი არ დაუქირავა, საპ-როცესო შეთანხმება გაფორმდა სახელმწიფოს ხარჯზე დანიშნული ადვოკატის მონაწილეო-ბით. იმედოვნებდა, რომ გამორთმეულ 200 ლარს პ----ე აუცილებლად დაუბრუნებდა. დაურეკა პ----ეს და უთხრა, რომ საპროცესო შეთანხმება დაამტკიცა სასამართლომ, მაგრამ კარგად ვერ გაიგო ჯარიმა გადასახდელი ექნებოდა თუ არა და დახმარებოდა ამის გარკვე-ვაში. პ----ემ ისევ ფული მოსთხოვა და განუცხადა, რომ 100 ლარი კიდევ იყო ადვოკა-ტისთვის მისაცემი და აუცილებლად ეშოვა. უპასუხა, რომ ფული არ ჰქონდა. მაშინ პ----ემ უთხრა ჩემს ახლობელს გამოვართმევ, მივცემ ადვოკატს ფულს და შემდეგ დამიბრუნეო. საბოლოოდ დარწმუნდა, რომ პ----ე ატყუებდა, უკვე მსჯავრდებულს, ადვოკატის დასაქი-რავებელ ფულს სთხოვდა. პ----ის დაქირავებული ადვოკატი კი, ისე დასრულდა საქმე, თვალით არ უნახავს. პ----ის სატელეფონო ზარებს და თანხის მიცემის მოთხოვნას ბოლო არ უჩანდა, რის გამოც გადაწყვიტა სამართალდამცავი ორგანოებისთვის მოეხსენებინა მისი ქმედებების შესახებ. მივიდა იუსტიციის სახლში, დაწერა განცხადება, შემდეგ გამომძიე-ბელმა დაურეკა და დაკითხა განცხადებაში მოყვანილ ფაქტებთან დაკავშირებით. შესთა-ვაზა ეთანამშრომლა გამოძიებასთან, რაზეც დათანხმდა. მოხდა მისი აღჭურვა ვიდეო-კამერით, გადაეცა თანხა 100 ლარი, საიდანაც 50 ლარიანი კუპიურა 27 ივლისს დილის საათებში შეხვედრისას გადასცა პ----ეს, რა დროსაც ამ უკანასკნელმა პრეტენზია გამოთქვა - თუ სრულად არ გქონდა ფული, 50 ლარისთვის რატომ დამირეკეო. მეორე 50 ლარიანი ბანკნოტი კი საღამოს მისცა, მანქანაში მჯდომს ისე, რომ თვითონ მანქანაში არ ჩამჯდარა, ფანჯრიდან მიაწოდა. ფულის გადაცემის შემდეგ, სამართალდამცავების დანახვაზე, პ----ე მანქანით გაიქცა.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე ე--------- ბ---–----ემ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ მუშაობს ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს გონიოს პოლიციის განყოფილების დეტექტივ-გამომძიებლად. 2015 წლის 15 მაისს, გონიოს პოლიციის განყოფილებაში, დაიწყო გამოძიება სხვისი პირა-დობის მოწმობის გამოყენებით, სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე, შ------- მ-----–-–---–ის მიმართ. დაკითხა აღნიშნული ქალბატონი, ჩაიწერა საკონტაქტო მონაცემები და გაუშვა სახლში. საუბრისას მ-----–-–---–მა განუცხადა, რომ იცნობდა პო-ლიციის თანამშრომელ ე------ პ----ეს. რამდენიმე დღის შემდეგ, ბრალდების წარსადგენად უნდა გამოეძახა მ-----–-–---–ი, მაგრამ ამ უკანასკნელს მობილური ტელეფონი გამორ-თული ჰქონდა. გაახსენდა მ-----–-–---–ის ნათქვამი პ----ესთან ნაცნობობის თაობაზე და დაურეკა პ----ეს. სთხოვა იქნებ მ-----–-–---–ის კოორდინატები მიეცა, რომ დაკავშირე-ბოდა. პ----ე დაპირდა, რომ თავად გააფრთხილებდა მ-----–-–---–ს გამოცხადებულიყო განყოფილებაში, თან ჰკითხა რა ხდებოდა მის საქმეზე. მის (ბ---–----ის) პასუხზე - ამას პროკურატურა და სასამართლო გადაწყვეტსო, პ----ეს აღარაფერი უკითხავს. ამის შემდეგ, მ-----–-–---–ს წარედგინა ბრალდება, პროკურორმა შესთავაზა სახაზინო ადვოკატის და-ნიშვნა, რასაც ეს ქალბატონი დათანხმდა. ბ---–----ემ წერილით მიმართა აჭარის იური-დიული დახმარების ბიუროს და ადვოკატის გამოყოფა სთხოვა. დაცვის ორდერი წარმო-ადგინა ადვოკატმა დ----- კ----–--ემ, რომელიც საქმეში ჩართული ერთადერთი ადვოკატი იყო. ბრალდებულთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება და საქმე გადაიგზავნა ხელვა-ჩაურის რაიონულ სასამართლოში.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე დ----- ხ------–---–მა ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ მუშაობს ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორად. ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს წარ-მოებაში არსებულ საქმეზე შ------- მ-----–-–---–ს წარედგინა ბრალდება სსკ-ის 361-ე და 363-ე მუხლებით. ბრალდებული სრულად აღიარებდა დანაშაულს. შეთანხმებით ადვო-კატი საქმეში არ ფიგურირებდა, ამიტომ მ-----–-–---–ის თანხმობით დაუნიშნა მას ადვო-კატი სახელმწიფოს ხარჯზე, საქმეში ჩაერთო აჭარის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატი დ----- კ----–--ე და მისი მონაწილეობით ბრალდებულთან გაფორმდა საპ-როცესო შეთანხმება პირობით სასჯელზე, რომელიც დამტკიცდა სასამართლოს მიერ. ე------ პ----ესთან, ამ საქმესთან დაკავშირებით არანაირი შეხება და ურთიერთობა არ ჰქონია.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე დ----- კ----–--ემ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ არის აჭარის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატი, 2015 წლის 21 ივლისს იურიდიული დახმარების ბიუროში შესული მიმართვის საფუძველზე ჩაერთო ბრალდებულ შ------- მ-----–-–---–ის ბრალდე-ბის სისხლის სამართლის საქმეში, რადგან საპროცესო შეთანხმების გასაფორმებლად ამ უკანასკნელს სჭირდებოდა ადვოკატი. ხელვაჩაურის რაიონულ პროკურატურაში შეხვდა მ-----–-–---–ს და განუმარტა საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული საკითხები. ყველა პირობა მისთვის მისაღები აღმოჩნდა, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება პირობით სასჯელზე, რომელიც დამტკიცებულ იქნა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს განაჩე-ნით 2015 წლის 22 ივლისს. მის გარდა სხვა ადვოკატი მ-----–-–---–ს არ ჰყოლია. სასამართ-ლო სხდომის დასრულების შემდეგ, ეს უკანასკნელი შეეკითხა ვისთან იყო ვალში, ვისთვის გადაეხადა მადლობა საპროცესო შეთანხმების გაფორმებისა და მსუბუქი სასჯელის შეფარ-დების გამო. აუხსნა, რომ ვალი არავისი ჰქონდა, რომ საპროცესო შეთანხმება გაფორმდა სა-ხელმწიფოს კეთილი ნებით.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

საქმეში წარმოდგენილი, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 22 ივლისის განაჩენით დამტკიცდა მხარეთა შორის გაფორმებული საპროცესო შეთანხმება, რომლითაც პროცესის მონაწილეებს წარმოადგენდნენ პროკურორი დ----- ხ------–---–ი, ბრალდებუ-ლი შ------- მ-----–-–---–ი და ადვოკატი დ----- კ----–--ე. აღნიშნული განაჩენით შ------- მ-----–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 361-ე მუხლით და 363-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენაში და დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვრა პირობითი მსჯავრი, ერთი წლის ვადით.

მოწმე გ------- პ-------ემ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ მუშაობს აჭარის ა/რ პროკურა-ტურის საგამოძიებო ნაწილის გამომძიებლად, 2015 წლის 25 ივლისს შ------- მ-----–-–----–ის განცხადების საფუძველზე, რომლის თანახმად პოლიციის თანამშრომელი ე------ პ-----ე ამ უკანასკნელს მოტყუებით სძალავდა ფულს, დაიწყო გამოძიება. დაკითხა მ-----–-–----–ი, რომელმაც გამოთქვა გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილი, წარმოადგინა მო-ბილური ტელეფონი, რომელიც დათვალიერდა. მ-----–-–---–ი ცნეს დაზარალებულად, გა-აცნეს უფლებები. სასამართლოს მიმართეს და მიიღეს განჩინება ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებაზე ნებართვის თაობაზე, ვიდეო-კამერით აღჭურვეს მ-----–-–---–ი და წინასწარ გადაცემული ფულის კუპიურებით გაუშვეს პ----ესთან შესახვედრად და ამ უკანასკნელის მიერ მოთხოვნილი თანხის გადასაცემად. ფულის გადაცემა მოხდა ორ ეტა-პად, დილით და საღამოს. ორივე ჯერზე ხორციელდებოდა ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. საღამოს თანხის გადაცემის შემდეგ, მიღებულ იქნა დაკავების გადაწყვეტილება, თუმცა, როდესაც შენიშნა ოპერატიული ჯგუფის წევრები, პ----ე მანქანით გაიქცა, მაგრამ მალევე თავად გამოცხადდა პოლიციის სამმართველოში.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე გ------- გ--–------მ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ მუშაობს შსს გენერალური ინსპექციის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორის თანამდებობაზე, 2015 წლის 27 ივლისს გენერალურ ინსპექციაში, აჭარის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის წარმოებაში არსებულ საქმესთან დაკავშირებით ჩატარდა თათბირი, შეიქმნა ოპერატიული ჯგუფი და გადაწყდა, რომ უნდა ჩატარებულიყო ოპერაცია და მ-----–-–---–ისგან თანხის აღების შემთხვევაში პოლიცის თანამშრომელი ე------ პ----ე უნდა დაეკავებინათ. სამსახუ-რებრივი მანქანებით მივიდნენ მ-----–-–---–ის და პ----ის შეხვედრის ადგილას. თავად გ--–------ გენ. ისნპექციის მეორე თანამშრომელთან, ფ-------- კ------–--ესთან ერთად იმყოფებოდა მანქანაში. ოპერაციაში მონაწილეობდა ასევე სამმართველოს უფროსი ი---- ფ---–---–--–---–ი, რომელიც სხვა მანქანით იყო მისული და აკვირდებოდა სიტუაციას. კარგად ხედავდნენ პ----ის ავტომანქანას. დაინახეს როგორ მივიდა მანქანასთან შ------- მ-----–-–---–ი, რომელსაც ფული უნდა გადაეცა პ----ისთვის და როგორც კი მ-----–-–----–ი მანქანას მოშორდა, ი---- ფ---–---–--–---–ის მანქანა დაიძრა პ----ის მანქანისკენ. თვითონაც გაემართნენ იგივე მიმართულებით. ფ---–---–--–---–მა წინ ჩაუყენა პ----ეს მანქანა, გადავიდა და დაკავებული ხარო, უთხრა, ეს უკანასკნელი კი მოულოდნელი მანევ-რებით გასცდა წინ ჩაყენებულ ავტომანქანას და გაიქცა. დაედევნა ფ---–---–--–---–ი ავტო-მანქანით, გ--–------ს და კ------–--ეს კი ადგილზე დარჩენა უბრძანა. მოგვიანებით რადიო-სადგურით შეიტყვეს, რომ პ----ეს მანქანა დაუტოვებია აეროპორტის გზაზე, თავად კი გამოცხადებულა პოლიციის სამმართველოში.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე ი---- ფ---–---–--–---–ის ჩვენების თანახმად, მუშაობს შსს გენერალური ინსპექციის ოპერატიული უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს მეორე სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე, აჭარის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარე საქმის გამო-ძიების ფარგლებში, პროკურორის დავალებით შეიქმნა ოპერატიული ჯგუფი, რომლის ხელმძღვანელიც თავად იყო. მ-----–-–---–ის მიერ პ----ისთვის გადასაცემი თანხა 100 ლარი გამოიყო ფონდიდან და გადაწყდა, რომ ვიდეო -კამერით აღჭურვილი მ-----–-–---–ი ამ თანხას პ----ეს გადასცემდა ორ ეტაპად. მართლაც, ჯერ 50 ლარი გადასცა მ-----–-–----–მა პ----ეს, დარჩენილი 50 ლარის გადაცემა კი უნდა მომხდარიყო იმავე დღეს საღამოს საათებში. ქ. ბ------–----–---------------------------ის ქუჩების კვეთაში, შეხვედრის ადგი-ლას, ოპერატიული ჯგუფის წევრები განლაგდნენ მანქანებით და აკვირდებოდნენ მოვლე-ნებს. პ----ე „შკოდას“ მარკის სამსახურებრივი მანქანით მივიდა შეხვედრის ადგილას, მანქანიდან არ გადასულა, მ-----–-–---–ი მივიდა მასთან და საუბარი დაიწყეს, დაახლოე-ბით, 15-20 მეტრის მანძილიდან უყურებდნენ ამ შეხვედრას, ხოლო როდესაც შ------- მანქანას მოსცილდა. ფ---–---–--–---–ი ავტომანქანით დაიძრა პ----ის მანქანისკენ, წინ ჩაუყენა მანქანა, გადავიდა მანქანიდან, წავიდა პ----ისკენ, მოუწოდა გაჩერებულიყო, თუმცა მის დანახვაზე, პ----ე მანქანით გაიქცა. მოადგილე მ--–---- რ------სთან ერთად დაედევნა გაქცეულს, მაგრამ იმდენად სახიფათოდ მოძრაობდა ქუჩაში პ----ე, დევნის გაგრძელების პირობებში შესაძლოა საფრთხე შექმნოდათ გამვლელებს, ამიტომ დევნა შეწყვიტეს. მალე შეიტყვეს, რომ პ----ე თავის ფეხით გამოცხადებულა პოლიციის სამმარ-თველოში.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

ანალოგიურ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებენ და აღწერენ ჩვენებებში იგივე პროცე-სის მონაწილე მოწმეები, გენერალური ინსპექციის თანამშრომლები - მ--–---- რ------ და ფ-------- კ------–--ე.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

საქმეში არსებული, შსს გენერალური ინსპექციის ოპერატიული უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს მეორე სამმართველოს უფროსის ი---- ფ---–---–--–---–ის წერილის მიხედვით, აჭარის არ პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსისადმი, პროკურატუ-რის საგამოძიებო ნაწილს გაეგზავნა ოპერატიული მიზნებისთვის სპეციალურად გამოყო-ფილი თანხა -100 ლარი, ორი ცალი 50 ლარიანი კუპიურის სახით.

საქმეში არსებული, 2015 წლის 27 ივლისს შედგენილი ფულის გადაცემის ოქმების თანახ-მად, გამომძიებელმა პ-------ემ 2015 წლის 27 ივლისს, შ------- მ-----–-–---–ს გადასცა ორი 50 ლარიანი კუპიურა, ნომრებით - F-------- და F--------. კუპიურები დასურათდა და დაერთო ოქმებს.

საქმეში არსებული, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 26 ივლისის განჩინებე-ბით გაიცა ნებართვები ფარული საგამოძიებო მოქმედების განხორციელებასთან დაკავში-რებით - შ------- მ-----–-–---–ის და ე------ პ----ის მობილური ტელეფონის სააბონენტო ნომრებზე ფარული მიყურადება - ჩაწერის თაობაზე. ასევე შ------- მ-----–-–---–ის ე------ პ----ესთან შეხვედრების და საუბრების ფარული ვიდეო - აუდიო ჩაწერის შესახებ.

საქმეში არსებული, ბრალდებულის დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, ე------ პ----ე დაკავებულ იქნა 2015 წლის 28 ივლისს, 00:20 საათზე, აჭარის არ მთავარი სამმარ-თველოს ადმინისტრაციულ შენობაში, გამომძიებელ გ------- პ-------ის მიერ. პირადი ჩხრეკისას, შ------- მ-----–-–---–ის მიერ გადაცემული თანხა - 50 ლარიანი კუპიურა არ ამოღებულა.

საქმეში არსებული, 2015 წლის 28 ივლისის ავტომანქანის ჩხრეკის ოქმის თანახმად, „შკოდა ოქტავიას“ მარკის ავტომანქანის ჩხრეკისას, რომლითაც გადაადგილდებოდა პ----ე მ------–-–---–თან შეხვედრისას და რომელიც გაქცევის შემდეგ მიატოვა ქ. ბ------–-------–---------------ის მიმდებარედ, თანხა ან გამოძიებისთვის საინტერესო სხვა რაიმე ნივთი, აღმო-ჩენილი და ამოღებული არ ყოფილა.

მსჯავრდებულმა ე------ პ----ემ პირველი ინსტანციის სასამართლოში ჩვენების მიცემისას წარდგენილ ბრალდებაში თავი არ სცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ წლების განმავლო-ბაში იცნობდა და ურთიერთობა ჰქონდა შ------- მ-----–-–---–თან, არაერთხელ გაუწევია მისთვის დახმარება, მათ შორის ფინანსურიც. ხელვაჩაურის რაიონულ სამმართველოში მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით მ-----–-–---–ი წუხდა და დახმარებას სთხოვდა. საქმის გამომძიებელ ე--------- ბ---–----ეს კარგად იცნობდა, თუმცა არ დაკავშირებია მას და არ უკითხავს საქმეზე არაფერი, სანამ ბ---–----ემ თვითონ არ დაურეკა და მ-----–-–---–თან დაკავშირებაში დახმარება სთხოვა. საპროცესო შეთანხმების გაფორმების შემდეგ მ-----–-–----–ი გამუდმებით ურეკავდა და სთხოვდა განემარტა გაურკვევლობა, რომელიც ჯარიმის თანხის გადახდასთან დაკავშირებით შეექმნა საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შემდეგ და ნერვიულობდა ამის გამო. ცდილობდა (ე.პ----ე) გაემხნევებინა და გვერდით დადგო-მოდა მას. ერთ-ერთი მორიგი შეხვედრისას, შეხვედრის ადგილას ავტომანქანით მისულ პ----ეს, შენიშნებულმა და აღელვებულმა მ-----–-–---–მა თავს უშველეო გააფრთხილა, მანაც მანქანა დაძრა, ამ დროს სხვა ავტომობილმა გზა გადაუკეტა, იმ მანქანიდან გად-მოსული ადამიანები ვერ იცნო, გააგრძელა სვლა ბაგრატიონის ქუჩის მიმართულებით. დაედევნა იგივე მანქანა, მაგრამ არ გაჩერებულა. მოგვიანებით როდესაც მიხვდა, რომ დადევნებული მანქანა გენ.ინსპექციის იყო, გააჩერა თავისი ავტომობილი, გადაჯდა ტაქსში და უშუალო ხელმძღვანელთან კომუნიკაციის შემდეგ, გამოცხადდა სამმართველოში.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს ე------ პ----ის საქართველოს სის-ხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხ-ლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობის თაობაზე, ასევე დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას ე------ პ----ის გამართლებისა და უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოტივაციას ე------ პ----ის უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების თაობაზე, რადგან ე------ პ----ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული და-ნაშაულის - თაღლითობის ჩადენა უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით:

დაზარალებულ შ------- მ-----–-–---–ის ჩვენებით, რომელიც ადასტურებს, რომ თურქეთის რესპუბლიკაში სხვისი პირადობის მოწმობით გადასვლის მცდელობისას შექმნილი პრობ-ლემების გამო, სიტუაციაში გასარკვევად და დასახმარებლად დაუკავშირდა ე------ პ-----ეს, რომელთანაც დიდი ხნის ნაცნობობა აკავშირებდა. ე------ პ----ე დაჰპირდა, რომ დაეხ-მარებოდა ადვოკატის აყვანაში, რისთვისაც მოსთხოვა ადვოკატის დაქირავებისათვის სა-ჭირო თანხა. თავდაპირველ ეტაპზე გადასცა ე------ პ----ეს მის მიერ მოთხოვილი 200 ლარი. თუმცა მას შემდეგ, რაც ბრალდების მხარემ, მისგან მიიღო თანხმობა საპროცესო შეთანხმების შეთავაზებაზე, დაუნიშნა ადვოკატი სახელმწიფოს ხარჯზე. საბოლოოდ, საქმე დასრულდა საპროცესო შთანხმებით, სახელმწიფოს ხარჯზე საქმეში ჩართული ადვოკატის მონაწილეობით. განაჩენის დადგენის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმებით მოწვე-ული ადვოკატი თვალითაც არ უნახავს, ე------ პ----ე არათუ არ უბრუნებდა გადაცემულ 200 ლარს, კვლავ სთხოვდა ადვოკატისათვის გადასაცემად თანხას, ამჯერად 100 ლარს. ამის გამო, განცხადებით მიმართა აჭარის პროკურატურას, აღჭურვეს ვიდეო სათვალთვალო აპარატურით, გადასცეს 2 ცალი 50 ლარიანი კუპიურა და 2015 წლის 27 ივლისს, ეს თანხა 2 ეტაპად გადასცა ე------ პ----ეს: 50 ლარი დილით და 50 ლარი საღამოს. მეორე ჯერზე თან-ხის გადაცემისას, როგორც კი ე------ პ----ემ დაინახა გენინსპექციის თანამშრომლების მან-ქანა, არ დაემორჩილა გენინსპექციის თანამშრომლების მოთხოვნას და გაიქცა ადგილიდან.

სააპელაციო პალატას არანაირი საფუძველი არ გააჩნია ეჭვი შეიტანოს შ------- მ-----–-–----–ის ჩვენებაში, რადგან:

ის გარემოება, რომ ბრალდების მხარის მიერ სახელმწიფოს ხარჯზე დანიშნული ადვოკა-ტის გარდა, სხვა, შეთანხმებით მოწვეული ადვოკატი, არ ჰყოლია შ------- მ-----–-–---–ს, დასტურდება მოწმეების: ე--------- ბ---–----ის, დ----- ხ------–---–ის, დ----- კ----–--ის ჩვენებებითა და ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 22 ივლისის განაჩენით შ------- მ-----–-–---–ის მიმართ.

შ------- მ-----–-–---–ის მიერ ჩვენებაში აღწერილი ფაქტობრივი გარემოებები: პროკურა-ტურისადმი განცხადებით მიმართვის, ვიდეოსათვალთვალო აპარატურით მისი აღჭურ-ვის, 2 ცალი 50 ლარიანი კუპიურის გადაცემისა და შემდგომში ამ თანხის ე------ პ-----ისადმი 2 ეტაპად გადაცემის შესახებ, დასტურდება მოწმეების გ------- პ-------ის, გ------- გ--–------ს, ი---- ფ---–---–--–---–ის მ--–---- რ------ს, ფ-------- კ------–--ის ჩვენებებით, რომლებიც უშუალო თვითმხილველნი არიან ე------ პ----ის და შ------- მ-----–-–---–ის შეხვედრებისას განვითარებული მოვლენების.

დაზარალებულის ჩვენებაში აღწერილი ფაქტობრივი გარემოებები სრულ თანხვედრაშია აგრეთვე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ამსახველ მასალებთან.

რაც შეეხება სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოტივაციას იმასთან და-კავშირებით, რომ ე------ პ----ის ქმედება არასწორად შეაფასა პირველი ინსტანციის სასა-მართლომ და რომ ამ უკანასკნელმა ჩაიდინა თაღლითობა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სააპელაციო სასამართლო არ იზი-არებს შემდეგ გარემოებათა გამო:

სასამართლო ყურადღება მიაპყრობს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გა-ზიარებული არ იქნა ე------ პ----ის მიერ თაღლითობის ჩადენის ფაქტი მნიშვნელოვანი ზიანის გამოწვევით არა იმიტომ, რომ ეჭვი შეეპარა დაზარალებულ შ------- მ-----–-–----–ის ჩვენების სისწორეში, არამედ იმიტომ, რომ ე------ პ----ისათვის 300 ლარის გადაცემის ფაქტი, გარდა დაზარალებულის ჩვენებისა, არ დასტურდება სხვა მტკიცებულებით. სა-აპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის ამ მოსაზრებას, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხ-ლის მე-3 ნაწილის შესაბამისად - გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობი-სათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. საქართველოს კონსტიტუცის მე-40-ე მუხლის მოთხოვნაა, რომ - გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს.

ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც დაარწმუნებდა სასამართლოს, რომ ე------ პ----ემ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა დაზარალებულ შ------- მ-----–-–---–ს.

სააპელაციო პალატა არ იზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მო-ტივაციას არც იმ ნაწილში, რომ ე------ პ----ემ თაღლითობა ჩაიდინა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით.

დაზარალებულ შ------- მ-----–-–---–ის ჩვენებით დასტურდება, რომ ე------ პ----ეს თა-ვისი ინიციატივით დაუკავშირდა თურქეთის რესპუბლიკაში სხვისი პირადობის მოწმო-ბით გადასვლის მცდელობისას შექმნილი პრობლემების გამო, სიტუაციაში გასარკვევად.

მისივე ჩვენებით დასტურდება აგრეთვე, რომ ე------ პ----ე მხოლოდ ადვოკატის აყვანას დაპირდა და საადვოკატო მომსახურებისთვის გადასახდელი თანხა 200 ლარი მოსთხოვა.

მოწმე ე--------- ბ---–----ის ჩვენებით დასტურდება, რომ ის იყო შ------- ბ---–----ის ბრალ-დების სისხლის სამართლის საქმის გამომძიებელი. როდესაც ბრალდების წარსადგენად უნდა გამოეძახა შ------- მ-----–-–---–ი, ვერ დაუკავშირდა, რადგან ამ უკანასკნელს მობი-ლური ტელეფონი გამორთული ჰქონდა. გაახსენდა შ. მ-----–-–---–ის ნათქვამი პ----ესთან ნაცნობობის თაობაზე და დაურეკა ე------ პ----ეს და სთხოვა იქნებ მ-----–-–---–ის კოორ-დინატები მიეცა. პ----ე დაპირდა, რომ თავად გააფრთხილებდა მ-----–-–---–ს გამო-ცხადებულიყო განყოფილებაში, თან ჰკითხა რა ხდებოდა მის საქმეზე. მის (ბ---–----ის) პა-სუხზე - ამას პროკურატურა და სასამართლო გადაწყვეტსო, პ----ეს აღარაფერი უკითხავს.

მოწმე დ----- ხ------–---–ის ჩვენებით დასტურდება, რომ პოლიციის თანამშრომელ ე------ პ----ეს არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონია მასთან შ------- მ-----–-–---–ის საქმესთან დაკავ-შირებით.

ამდენად, სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს და მიაჩნია, რომ ე------ პ----ის ქმედება არ ყოფილა დაკავშირებული მის სამსახურებრივ უფლება-მოვალეობათა განხორციელებასთან. ადვოკატის აყვანის მოტივით თანხის დაუფლებას არანაირად არ სჭირდებოდა მისი, როგორც გამომძიებლის სტატუსით ვინმეზე ზეგავლენის მოხდენა. სხვა დაპირება კი ე------ პ----ეს შ------- მ-----–-–---–ისთვის არ მიუცია.

ამდენად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯა-ვრდებულ ე------ პ----ის ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იურიდიული კვალი-ფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 აპრილის განაჩენი ე------ პ----ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს უსა-ფუძვლობის გამო.

sarezolucio nawili:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კო-დექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

d a a d g i n a :

ე------ პ----ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართ-ლოს 2018 წლის 13 აპრილის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

ე------ პ----ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ ქვეპუნქტიდან და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან გადაკვალი-ფიცირდეს ამავე კოდექსის 180-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

ე------ ნ-------ის ძე პ----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3500 (სამი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სისხლის სამარ-თლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 2015 წლის 28 ივლისიდან 2015 წლის 31 ივლისამდე პატიმრობაში ყოფნის პერიოდის გათვალისწინებით, შეუმსუბუქდეს და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

ე------ პ----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმდეს და მოეხ-სნას გირაოს უზრუნველსაყოფად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 თებერვ-ლის განჩინებით, მ--- შ----ის (პ/ნ: 6----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის), მდებარე ქ. ბ------–----------------------- (ზონა - ბ--------------------------------------–-----------------------------------------------------------------------------------, დაზუსტებული ფართობი - 2850.00 კვ.მ.) – 20 000 (ოცი ათასი) ლარის ღირებულების წილზე დადებული ყადაღა, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

ნივთმტკიცებები – ე------ პ----ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთები, რაც დალუქულ მდგომარეობაში ინახება აჭარის ა/რ პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში და ე------ პ----ის №--------- საქართველოს მოქალაქის პასპორტი, რომელიც ერთვის სის-ხლის სამართლის საქმეს, დაუბრუნდეს მსჯავრდებულ ე------ პ----ეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

ნივთმტკიცებები – საქართველოს შსს ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის მე-4 სამ-მართველოს მიერ 2015 წლის 27 ივლისის წერილით გადმოგზავნილი ერთი ცალი დისკი, 2015 წლის 28 ივლისის წერილით გადმოგზავნილი ერთი ცალი დისკი, №--- CD-R დისკი და №---- CD-R დისკი, რომლებიც ინახება აჭარის ა/რ პროკურატურის საგამოძიებო ნაწილ-ში, დაერთოს საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართ-ლის საქმეთა პალატაში გამოცხადებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.

მოსამართლე: marine imerliSvili