განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/162-1-წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
06 დეკემბერი, 201- წელი ქ. სამტრედია.
სამტრედიის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ლევან მეშველიანი
სხდომის მდივანი - ქეთევან მეიშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - მა----მ მე-–--ე.
დაცვის მხარე:
ბრალდებული - სი----ი წვ-----ა.
მამის სახელი: ჯ----–-.
დაბადებული: 1-.0-.1--- წელი
დაბადების ადგილი: საქართველო
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: ს-–----–--.
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
პირადი ნომერი: 6----------
მცხოვრები: ს-----------------------------–-------–ი.
ადვოკატი - გე-- ქუ-----–-ა.
სხდომის სახე - ღია
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი).
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ბრალის ფორმა (სი----ი წვ-----ა):
- ოჯახის წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 11--ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედე-- (ორი ეპიზოდი).
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
სი----ი წვ-----ამ 201- წლის 17 სექტემბერს, დაახლოებით 11:00 საათზე, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა, თავის საცხოვრებელ სახლში, მდებარე სამტრედიის რაიონი სოფელ ჩხ---ში, ურთიერთელაპარაკების ნიადაგზე სახის არეში ხელის რამოდენიმეჯერ დარტყმით ფიზიკურად იძალადა მეუღლეზე თ-- კ-------–---ზე, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
სი----ი წვ-----ამ 201- წლის 17 სექტემბერს, დაახლოებით 13:00 საათზე, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა, თავის საცხოვრებელ სახლში, მდებარე ს-----------------------------–-------–ი, ურთიერთელაპარაკების ნიადაგზე თავის არეში ხელის ერთხელ დარტყმით ფიზიკურად იძალადა მეუღლეზე თ-- კ-------–---ზე, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1. სასამართლომ დაადგინა:
ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა სი----ი წვ-----ას ბრალეულობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1. სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვისას მოწმე თ-- კ-------–---მა და ანა წვ-----ამ ისარგებლეს მასთთვის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებით და არ მისცეს ჩვენება ახლო ნათესავის - სი----ი წვ-----ას მიმართ.
(სასამართლო სხდომის ოქმი).
2.2. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა სამტრედიის შს რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ გამომძიებელმა შო--ა გუ-–--------მ განმარტა, რომ 201- წლის სექტემბრის თვეში, ზუსტი რიცხვი არ ახსოვს, იყო მორიგე. პოლიციაში შესული შეტყობინების საფუძველზე უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ზ. მა-----–------ან, გამომძოებელ კ. ნა--------თან და სამმართველოს უფროსის მოადგილე ა. დო-–----თნ ერთდ მივიდნენ სულიკო (სი----) წვ-----ას ოჯახში, სოფელ ჩხ---შში, რომელასც შეტყობინების მიხედვით ნაცემი ჰყავდა მეუღლე. ს. წვ-----ა დახვდათ სახლში ნასვამი არასრულწლოვან შვილთან ერთად. მან განაცხადა, რომ ცოლი არ უცემია. გამომძიებელმა განუმარტა მისვლის მიზეზი, შეადგინა ოქმი, ს. წვ-----ა დააკავეს, ძალის გამოყენებით ჩასვეს მანქანაში და წაიყვანეს პოლიციაში. ს. წვ-----ა უარყოფდა ცოლის ცემის ფაქტს და არ მიჰყვებოდა პოლიციელებს.
(სასამართლო სხდომის ოქმი).
2.3. ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმის სახით დაკითხულმა შს სამტრედიის რაიონული სამმართველოს უბნის უმცორსმა ინსპექტორმა ზა--- მა-----–--ემ.
(სასამართლო სხდომის ოქმი).
2.4. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა შს სამტრედიის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა მი----– ნა-------ემ განმარტა, რომ ამ საქმეზე, შეტყობინების საფუძველზე მისული იყო სოფელ ჩხ---შში ს. წვ-----ას საცხოვრებელ სახლში, რომელსაც გაესაუბრა შეტყობინებაში მითითებულ გარემოებებზე და შეადგინა შესაბამისი ოქმი. 201- წლის 1- სექტემბერს, თარიღი ზუსტად არ ახსოვს, მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში. დათვლიერებაში მონაწილეობდა ასევე და---რალებული თ-- კ-------–---ი და ექსპერტ-კრიმინალისტი. დათვალიერებისას და---რალებულმა მიუთითა ის ადგილი, სადაც მას ცემა ს. წვ-----ამ.
(სასამართლო სხდომის ოქმი).
2.5. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა სამტრედიის რაიონული სამმართველოს უბნის უფროსმა ინსპექტორ-გამომძიებელმა მა----მ მა------ემ განმარტა, რომ 201- წლის 17 სექტემბერს, სამმართველოში შევიდა შეტყობინება, რის საფუძველზე ზა--- მა-----–------ან და მი----– ნა-------ესთან ერთდ მივიდნენ სამტრედიის რაიონის სოფელ ჩხ---შში წვ-----ების ოჯახში, სადაც დახვდა სი---- წვ-----ა, მისი მეუღლე კი სახლში არ იყო. ს. წვ-----ამ უარყო კონფლიქტის არსებობა. მ. ნა-------ემ შეადგინა გასაუბრების ოქმი. ამის შემდეგ ტელეფონით ესაუბრა შეტყობინების ინიციატორს, შემდეგ კი მივიდა მასთან სახლში და გაესაუბრა. ინიციატორი აღმოჩნდა ს. წვ-----ას შვილი ანა წვ-----ა, რომელმაც დაუდასტურა ცემის ფაქტი, რის საფუძველზეც დაიწო გამოძიება. მან პირადად გამოსცა ს. წვ-----ას მიმართ შემაკავებელი ორდერი. ორდერის გამოცემისას თ. კ-------–---მა დაუდასტურა მას ცემის ფაქტი.
(სასამართლო სხდომის ოქმი).
2.6. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა სამტრედიის რაიონული სამმართელოს დეტექტივის თანაშემწე გამომძიებელმა კო----------ე ნა------ამ განაცხადა, რომ 201- წლის 17 სექტემბერს იყო მორიგე. სამორიგეო ნაწილში შემოსული შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება ოჯახური ძალადობის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით. მან ჩაატარა სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები. მოწმის სახით გამოკითხა ანა წვ-----ა და თ-- კ-------–---ი და მათი ჩვენების საფუძველზე დააკავა ს. წვ-----ა, დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, დანიშნა ექსპერტიზა, ბრალი წარუდგინა ს. წვ-----ას და დაკითხა იგი ბრალდებულის სახით.
(სასამართლო სხდომის ოქმი).
2.7. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა მა----- ნო---–--ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე და განაცხადა, რომ ექსპერტიზისას, თ. კ-------–---მა განმარტა, რომ მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.
მისივე განმარტებით, თ. კ-------–---ის სხეულზე არსებული დაზიანებები შეიძება წარმოშობილი იყოს მკვრივი ბლაგვი საგნის, როგორც ერთჯერადი, ისე რამოდენიმეჯერ ზემოქმედების შედეგად, რაც შეიძლება იყოს იატაკი, კედელი ან ადამიანის სხეულის რომელიმე ნაწილი.
რაც შეეხება ტკივილის განცდას, ექსპერტმა განმარტა, რომ განიცადა თუ არა ტკივილი პიროვნებამ, შეუძლია დაადასტუროს მხოლოდ მან. სხვა ვერ გაიგებს მას ტკიოდა თუ არა და შესაბამისად ექსპერტიზა ამის თაობაზე ვერ იმსჯელებს.
(სასამართლო სხდომის ოქმი).
2.8. 201- წლის 1- სექტემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს სამტრედიის რაიონის სოფელ ჩხ---ში და წარმოადგენს მოწმე თ-- კ-------–---ის სახლს. სახლის ეზოში შევდივართ ორფრთიანი დიდი და ერთფრთიანი პატარა ჭიშკრის გავლით. სახლი არის ორსართულიანი პირველი სართული არის კაპიტალურად ნაშენი ხოლო მეორე სართული არის ხის მასალისაგან გაკეთებული, სახლი დახურულია შიფრით. პირველ სართულზე არის სულ სამი ო--ახი, საძინებელი, სამზარეულო და მისაღები ო--ახი. სახლის პირველ სართულზე შევდივართ ორფრთიანი ხის კარების გავლით და შევდივართ მისაღებ ო--ახში სადაც დაწყობილია ნივთები. მოწმე თ-- კ-------–---მა ხელით მიუთითა მისაღებ ო--ახში ის ადგილი სადაც მისმმა მეუღლემ 201- წლის 17 სექტემბერს დილით 12 საათზე ცემა და სახის არეში რამოდენიმეჯერ დაარტყა ხელი, ხოლო ამის შემდეგ ხელით მიუთითა ის ადგილი ისევ იმ ო--ახში, სადაც იმავე დღეს რამოდენიმე საათში მისი შვილის ანა წვ-----ას თანდასწრებით განმეორებით ერთხელ დაარტყა თავის არეში ხელი.
(ს.ფ. 27–35).
2.9. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 201- წლის 27 ივლისის განაჩენით სი----ი წვ-----ა ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 361-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
(ს.ფ.56-59).
2.10. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 201- წლის 20 სექტემბრის N00657891- ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ 1-.09.201-წ. 00:1--00:25 სთ-ზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქალაქე თ-- კ-------–---ს სხეულზე გარეგნულად ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთებისა და სისხლჩაქცევების სახით (აღწერილობა და ზუსტი ლოკალიზაცია იხილეთ პირადი გასინჯვის მონაცემებში).
დაზიანებები განვითარებულნი ა----ნ რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯამრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინაარმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
(ს.ფ. 94-97).
3. ქმედების სამართლებრივი შეფასება
3.1 სასამართლომ განიხილა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, გამოიკვლია და შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით მიაჩნია, რომ საქმეში არ არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ბრალდებულ სი----ი წვ-----ას მიერ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენას, რაც მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანის საფუძველი გახდებოდა.
3.2. სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადად საქმის კანონიერი გადაწყვეტა, ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი სამართლებრივი შეფასების მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.
3.3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექისის მე-3 მუხლის 23-ე ნაწილით, სისხლის სამართლის საქმეებზე მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში მტკიცებულება წარმოადგენს ინფორმაციის წყაროს, რომელმაც შეიძლება დაადასტუროს ან უარყოს ბრალდებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი. მტკიცებულებების მეშვეობით სასამართლო ადგენს, „არსებობს თუ არა ფაქტი ან ქმედება, რომლის გამოც ხორციელდება სისხლის სამართლის პროცესი, ჩაიდინა თუ არა ეს ქმედება გარკვეულმა პირმა, დამნაშავეა თუ არა იგი, აგრეთვე გარემოებებს, რომლებიც გავლენას ახდენს ბრალდებულის პასუხისმგებლობის ხასიათსა და ხარისხზე“. ცხადია, რომ ამ პროცესში ყალბი, არასანდო ან საეჭვო მტკიცებულების გამოყენების შესაძლებლობა, იმავდროულად, უდანაშაულო პირისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობის დაშვებას გულისხმობს, რაც არა მხოლოდ კონსტიტუციით დაცულ უფლებას, არამედ სისხლისსამართლებრივი დევნის მიზნებსაც უპირისპირდება.
3.4. სწორედ ამიტომ, საქართველოს კონსტიტუცია, კერძოდ კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი ერთმნიშვნელოვნად ადგენს, რომ მხოლოდ უტყუარი მტკიცებულება შეიძლება გახდეს პირის ბრალდების და შემდგომში მისი დამნაშავედ ცნობის საფუძველი და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
3.5. ყოველი მტკიცებულება, რომელიც ბრალდებასა თუ განაჩენს საფუძვლად ედება, შესაძლოა იწვევდეს დავას. გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებები, როგორც წესი, მხარეთა განსხვავებული შეფასებისა და კამათის საგანს წარმოადგენს. სისხლისსამართლებრივი დევნის სხვადასხვა ეტაპზე მხარეებს ეძლევათ შესაძლებლობა, შეამოწმონ მტკიცებულებათა ნამდვილობა, ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები, რომლებიც ასაბუთებს ან უარყოფს ბრალდებული პირის კავშირს ჩადენილ დანაშაულთან.
3.6. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე პუნქტის შესაბამისად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ.
3.7. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის თანახმად სასამართლოში ჩვენების მიცემისას მოწმის სტატუსით სარგებლობს, მისი უფლებები ენიჭებათ და მისი მოვალეობები ეკისრებათ და---რალებულს. 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად კი, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს;
3.8. სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვისას მოწმე (და---რალებულმა) თ-- კ-------–---მა და (მოწმე) ანა წვ-----ამ, ისარგებლეს მათთვის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებით და არ მისცეს ჩვენება ახლო ნათესავის - სი----ი წვ-----ას მიმართ.
3.9. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მოწმისათვის მინიჭებული უფლება - არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს, გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციიდან, რომლის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს დუმილის და საკუთარი თავის თვითინკრიმინაციაზე უარის უფლებას (nemo tenetur). საქართველოს კონსტიტუცია განავრცობს ამ უფლებას ახლობელთა მიმართ და 42-ე მუხლის მე-8 პუნქტით აცხადებს - ”არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა . ბრალდების მტკიცებს მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს”. მითითებული უფლება სასამართლო დაცვის სამართლიანი სასამართლო განხილვის მნიშვნელოვანი ელემენტია. კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-8 პუნქტით გარანტირებული უფლების დარღვევით, ბრალდებულის ნების საწინააღმდეგოდ მოპოვებული მტკიცებულება დაუშვებელია და წარმოადგენს იურიდიული ძალის არმქონეს. შესაბამისად ასევე დაუშვებელია მათი პოზოციის - დანაშაულში მამხილებელი ჩვენების მიცემაზე უარის - ბრალდებულის საწინააღმდეგოდ გამოყენება.
3.10. შესაბამიმისად სასამართლო მოწმის (და---რალებულის) მიერ გამოძიებისას სხვა საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობის დროს მიწოდებული ინფორმაციას მტკიცებულებად ვერ გამოიყენებს.
3.11. სასამართლო განმარტავს, გამოძიების პროცესი მიზანი, მისი მნიშვნელობა გამოიხატება საპროცესო მოქმედებების ჩატარებასა და ისეთი ტიპის მტკიცებულებების მოპოვებაში, რომელიც მაქსიმალურად მოიცავს ინფორმაციას დანაშაულის ჩადენის შედეგად განვითარებული მოვლენების შესახებ, შესაბამისად მტკიცებულებათა მოცულობაც და მათი შინაარსიც უნდა ემსახურებოდეს შემთხვევის ვითარების გადმოცემას და მხარის მიერ მტკიცების პროცესში ისეთი მტკიცებულებების წარმოდგენას, რომლითაც უნდა დადასტურდეს პირის ბრალეულობა, ამასთან საქმის გარემოებები, რომლებიც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად შეიძლება რომ დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
3.12. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის შესაბამასიად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი ადგენს სისხლის-სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველს, განსაზღვრავს, თუ რომელი ქმედებაა დანაშაულებრივი, და აწესებს შესაბამის სასჯელს ან სხვა სახის სისხლის-სამართლებრივ ღონისძიებას.
3.13. ამავე კოდექსის მეშვიდე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველია დანაშაული, ესე იგი ამ კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.
3.14. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექისის 1261-ე მულხის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, სისტემატური შეურაცხყოფას, შანტაჟს ან დამცირებას, რამაც ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 11--ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედე--.
3.15. სი----ი წვ-----ას ბრალი დაედო მასში, რომ „...მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა, ურთიერთშელაპარაკებიდს ნიადაგზე, სახისა და თავის არეში ხელის დარტყმის გზით ფიზიკურად იძალადა მეუღლე თ-- კ-------–---ზე, რის შედეგადაც მან განიცადა ფიზიკური ტკივილი. ...“ .
3.16. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილის დეფინიციაში მითითებულია ჩადენილი ქმედების შედეგზე - ფიზიკური ტკივილზე. რაც იმას ნიშნავს, რომ ფიზიკური ტკივილის განცდა, ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის აუცილებელი ნიშანია. შესაბამისად, დანაშაულის ყველა სხვა ნიშანთან ერთად სასამართლო განხილვისას უტყუარად უნდა დადგინდეს განიცადა თუ არა და---რალებულად ცნობილმა პირმა ფიზიკური ტკივილი. ამ გარემოებების გარეშე კი დანაშაულის შემადგენლობა არ იარსებებს.
3.17. ამ კუთხით სასამართლო მოიშველიებს და მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 25 ივლისის განაჩენზე (საქმე №141აპ.-16) სადაც საკასაციო სასამართლომ განმარტა შემდე--: „ ... სისხლის სამართლის მატერიალური კანონმდებლობა შეიცავს მუხლებს, რომლით დაკვალიფიცირებისას განმსაზღვრელია და---რალებულის სუბიექტური აღქმა მის მიმართ განხორციელებული ქმედებისადმი. მაგალითად, მუქარის დანაშაულის (საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლი) დასადგენად და---რალებულმა მუქარის განხორციელება რეალურად უნდა აღიქვას, ცემის დანაშაულის შემთხვევაში (საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლი), მან ტკივილი უნდა განიცადოს და ა.შ. ...“
3.1-. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ ტკივილი სუბიექტური აღქმაა და და---რალებული ერთადერთი სუბექტია, ვისაც შეუძლია სასამართლოს მიაწოდოს ინფომაცია მასზე ფიზიკური ზემოქმედებით განიცადა თუ არა ტკივილი. ყველა სხვა პირის განმარტება კი, არის მხოლოდ ვარაუდი.
3.19. მტკიცებულებათა ერთობლიობა გულისხმობს, მტკიცებულებებს შორის შინაარსობრივი კავშირის არსებობას და გამორიცხავს მათ შორის წინააღმდეგობას. ისინი უნდა მიუთითებდნენ და ადასტურებდნენ ერთსა და იმაივე გარემოებებსა და ფაქტებს და ადგენდნენ ბრალდებულის ბრალეულობას, დანაშულის ჩადენის ფაქტს და მტკიცების საგანში შემავალ სხვა გარემოებებს ისე, რომ არ ტოვებდნენ არსებით გარემოებებში დაეჭვების გონივრულ საფუძველს. ზემო-- მითითებული მტკიცებულებები კი, და---რალებულისა და თვითმხილველი მოწმის ჩვენებების არ არსებობის პირობებში არასაკმარისია ს. წვ-----ას მიერ თ. კ-------–---ის მიმართ ძალადობის ფაქტის დასადასტურებლად და მით უმეტეს შეუძლებელია იმის განსაზღვრა, განიცადა თუ არა ამ უკანასკნელმა ტკივილი და შესაბამისად ერთმნიშვნელოვნად ვერ აკმაყოფილებენ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.
3.21. რაც შეეხება საქმეში არსებულ სხვა წერილობით მტკიცებულებებს, საპროცესო დოკუმენტაციას, ისინი არ შეიცავენ რაიმე ინფორმაციას რაც მნიშვნელოვანი იქნებოდა ბრალის დადასტურების ან უარყოფის თვალსაზრისით.
3.22. საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
3.23. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
3.24. სასამართლო განმარტავს, რომ ეჭვის გამომრიცხავ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობაში იგულისხმება საქმის არსებითი განხილვის დროს მხარეთა მიერ გამოკვლეული სულ მცირე, ორი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულების არსებობა, რომლებიც სრულ თანხვედრაში იქნება ერთმანეთთან და მოგვცემს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშნის დადასტურების შესაძლებლობას, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის.
3.25. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი“, საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მიხედვით კი: „მტკიცებულებების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“, ხოლო სსსკ-ის 259-ე მუხლის III ნაწილის თანახმად: „სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს“.
3.26. ამდენად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზე არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა სი----ი წვ-----ას დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის. კერძოდ, ბრალდების მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი გამამტყუვნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა, სი----ი წვ-----ას ბრალეულობაში.
3.27. ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებული სი----ი წვ-----ა უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და წარდგენილ ბრალდებაში გამართლდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე, 280-ე, 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
სი----ი წვ-----ა ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდეს.
სი----ი წვ-----ა ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდეს.
სი----ი წვ-----ას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.
განემარტოს გამართლებულ სი----ი წვ-----ას, რომ უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით დადგენილი წესით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენის გასაჩივრება შეიძლება მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), სამტრედიის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. სამტრედია, ძმები ნინუების ქუჩა №1).
მოსამართლე ლევან მეშველიანი