დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 26.11.2015
საქმის ნომერი
480აგ.-2015
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
26.11.2015

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №480აგ-15 26 ნოემბერი , 2015 წელი გ-ე გ, 480აგ-15 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. გ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 30 სექტემბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1999 წლის 25 თებერვლის განაჩენით გ. გ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მოსახდელად განესაზღვრა: სსკ–ის 104–ე მუხლის მე–2 და მე–9 ქვეპუნქტებით - უვადო თავისუფლების აღკვეთა; სსკ–ის 2091–ე მუხლის მე–2 ნაწილით - უვადო თავისუფლების აღკვეთა; სსკ–ის 1331–ე მუხლის პირველი ნაწილით - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ–ის 240–ე მუხლის მე–2 ნაწილით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ–ის 228–ე მუხლის მე–3 ნაწილით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ–ის 238–ე მუხლის პირველი ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მე–3 ნაწილით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მე–4 ნაწილით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ–ის 243–ე მუხლის მე–2 ნაწილით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მე–3 ნაწილით - 12 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ–ის მე–100 მუხლის პირველი ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ–ის 135–ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ–ის 136–ე მუხლით - გამასწორებელი სამუშაო - 1 წლით, ხელფასიდან 20%–ის დაქვითვით.

საქართველოს სსკ–ის მე–40 მუხლის საფუძველზე, მკაცრმა სასჯელმა შთანთქა მსუბუქი სასჯელი და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად გ. გ-ს განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა სასჯელის რეჟიმის შრომა–გამასწორებელ კოლონიაში მოხდით. მას სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა წინასწარ პატიმრობაში ყოფნის დრო - 1998 წლის 1 ნოემბრიდან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1999 წლის 1 დეკემბრის დადგენილებით მსჯავრდებულ გ. გ-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდა. გ. გ-ს სსკ–ის 2091–ე მუხლის მე–2 ნაწილით დანიშნული სასჯელი – უვადო თავისუფლების აღკვეთა შეეცვალა 20 წლით თავისუფლების აღკვეთით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2000 წლის 15 ნოემბრის დადგენილებით მსჯავრდებულ გ. გ-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1999 წლის 25 თებერვლის განაჩენი გ. გ-ს მიმართ ახალ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანით, შეიცვალა იმ მიმართებით, რომ სსკ–ის 2091–ე მუხლის მე–2 ნაწილი გადაკვალიფიცირდა სსკ–ის 109–ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე და შეეფარდა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 243–ე მუხლის მე–3 ნაწილი გადაკვალიფიცირდა სსკ–ის 184–ე მუხლის მე–3 ნაწილზე და შეეფარდა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ–ის 238–ე მუხლის მე–4 ნაწილი გადაკვალიფიცირდა სსკ–ის 236–ე მუხლის მე–2 ნაწილზე და შეეფარდა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის საფუძველზე საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა სსკ–ის 104–ე მუხლის მე–2 და მე–9 ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - უვადო თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2002 წლის 18 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ გ. გ-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1999 წლის 25 თებერვლის განაჩენი და საზედამხედველო პალატის 1999 წლის 1 დეკემბრისა და 2000 წლის 15 ნოემბრის დადგენილებები გ. გ-ს მიმართ შეიცვალა, კერძოდ: სსკ–ის 2091–ე მუხლის მე–2 ნაწილი შესაბამისობაში მოვიდა 1999 წლის კოდექსის 19,109–ე მუხლის „ა“, „გ“ და „ზ“ ქვეპუნქტებთან, ხოლო სსკ–ის 104–ე მუხლის მე–2 და მე–9 პუნქტები - სსკ–ის 109–ე მუხლის „კ“ და 19,109–ე მუხლის „ო“ ქვეპუნქტებთან და სსკ–ის 19,109–ე მუხლის „ა“, „გ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით შეეფარდა 18 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 109–ე მუხლის „კ“ და 19,109–ე მუხლის „ო“ ქვეპუნქტებით - 20 წლით თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად გ. გ-ს განესაზღვრა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელი განესაზღვრა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2003 წლის 19 ივნისის განაჩენით გ. გ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 109–ე მუხლის „ვ“, „თ“, „ო“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 7 წელი და საბოლოოდ განესაზღვრა 27 წლით თავისუფლების აღკვეთა. პირველი ოთხი წელი განესაზღვრა - საპყრობილეში მოხდით, დანარჩენი - მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. მსჯავრდებულ გ. გ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2002 წლის 16 აპრილიდან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2003 წლის 17 ნოემბრის განჩინებით გ. გ-ს საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003 წლის 19 ივნისის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილებები:

მსჯავრდებულ გ. გ-ს მოეხსნა ბრალდება, რომელიც მას შეერაცხა საქართველოს სსკ–ის 109–ე მუხლის „ვ“, „თ“ და „ო“ ქვეპუნქტების საფუძველზე და მისი ქმედება დაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ–ის 19,109–ე მუხლის „ვ“, „თ“ და „ო“ ქვეპუნქტებით; მსჯავრდებულ გ. გ-ს სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი - 27 წლით თავისუფლების აღკვეთა - შეუმცირდა 5 წლით და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 22 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2003 წლის 1 დეკემბრის განჩინებით მსჯავრდებულ გ. გ-ს საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2003 წლის 17 ნოემბრის განჩინებაში შევიდა შემდეგი ცვლილება: მსჯავრდებულ გ. გ-ს მოეხსნა ბრალდება, რომელიც მას შეერაცხა სსკ–ის 109–ე მუხლის „ვ“, „თ“ და „ო“ ქვეპუნქტების საფუძველზე და მისი ქმედება დაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ–ის 19,109–ე მუხლის „ვ“, „თ“ და „ო“ ქვეპუნქტებით.

მსჯავრდებულ გ. გ-ს სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი - 27 წლით თავისუფლების აღკვეთა - შეუმცირდა 5 წლით და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 22 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ბაღდათის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 24 დეკემბრის დადგენილებით „ამნისტიის შესახებ“ 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის პირველი, მე–2, მე–7 მუხლების მე–3, მე–4 და მე–5 ნაწილების თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2003 წლის 17 ნოემბრის განჩინებით მსჯავრდებულ გ. გ-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონი არ იქნა გამოყენებული.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 7 ნოემბრის განჩინებით მსჯავრდებულ გ. გ-ს საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2002 წლის 18 მარტის განჩინება შეიცვალა შემდეგი მიმართებით:

გ. გ-ს მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სსკ–ის მე–100 მუხლის პირველი ნაწილით (ძველი რედაქცია) მსჯავრდების ნაწილში და შესაბამისად, ამოერიცხა სსკ–ის მე–100 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება და ამ ნაწილით დანიშნული სასჯელი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულ გ. გ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, დაკვალიფიცირებული სსკ–ის 19,109–ე მუხლის „გ“ და „ზ“ პუნქტებით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია), შესაბამისობაში მოვიდა ამჟამად მოქმედი სსკ–ის 109–ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებთან, ხოლო საქართველოს სსკ–ის 109–ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტი (2000 წლის 5 მაისის რედაქცია), შესაბამისობაში მოვიდა ამჟამად მოქმედი სსკ–ის 109–ე მუხლის მე–2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტთან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 28 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე ცვლილება შევიდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 7 ნოემბრის განჩინებასა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1999 წლის 25 თებერვლის განაჩენის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1999 წლის 1 დეკემბრის, 2000 წლის 15 ნოემბრის დადგენილებებისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2002 წლის 18 მარტის განჩინების გათვალისწინებით) და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2003 წლის 1 დეკემბრის განჩინებაში (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2003 წლის 19 ივნისის განაჩენისა და 2003 წლის 17 ნოემბრის განჩინების გათვალისწინებით) კერძოდ: მსჯავრდებულ გ. გ-ს საქართველოს სსკ–ის 109–ე მუხლის მე–2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა (ახალი რედაქცია) და სსკ–ის 19,109–ე მუხლის „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ¼-ით და საბოლოო სასჯელის სახით მოსახდელად დარჩა - 15 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე საქართველოს სსკ–ის 109–ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებითა (ახალი რედაქცია) და სსკ–ის 19,109–ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ¼-ით და მოსახდელად დარჩა - 13 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; მასვე საქართველოს სსკ–ის 1331–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ¼-ით და მოსახდელად დარჩა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა; ასევე, სსკ–ის 240–ე მუხლის მე–2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ¼-ით და მოსახდელად დარჩა - 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა; მასვე საქართველოს სსკ–ის 228–ე მუხლის მე–3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ¼-ით და მოსახდელად დარჩა 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა; მასვე სსკ–ის 243–ე მუხლის მე–2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ¼-ით და მოსახდელად დარჩა - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; მასვე სსკ–ის 184–ე მუხლის მე–3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ¼-ით და მოსახდელად დარჩა- 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ–ის 238–ე მუხლის პირველი და მე–2 ნაწილებით, სსკ–ის 236–ე მუხლის მე–2 ნაწილით, სსკ–ის 135–ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ–ის 136–ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთათვის დანიშნული სასჯელებისაგან მსჯავრდებული გათავისუფლდა.

ამდენად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 7 ნოემბრის განჩინებაში (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1999 წლის 25 თებერვლის განაჩენის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1999 წლის 1 დეკემბრისა და 2000 წლის 15 ნოემბრის დადგენილებების და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2002 წლის 18 მარტის განჩინების გათვალისწინებით) დანაშაულთა ერთობლიობით შთანთქმის პრინციპით დანიშნული სასჯელიდან - 20 წლით თავისუფლების აღკვეთიდან - გ. გ-ს მოსახდელად დარჩა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულ გ. გ-ს ¼-ით შეუმცირდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2003 წლის 1 დეკემბრის განჩინებით (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2003 წლის 19 ივნისის განაჩენისა და 2003 წლის 17 ნოემბრის განჩინების გათვალისწინებით) საქართველოს სსკ–ის 19,109–ე მუხლის „ვ“, „თ“ და „ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელი - 15 წლით თავისუფლების აღკვეთა და მოსახდელად დარჩა 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი ნაწილობრივ - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელიდან - 22 წლით თავისუფლების აღკვეთიდან - მოსახდელად განესაზღვრა 18 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. მსჯავრდებულ გ. გ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2002 წლის 16 აპრილიდან.

2013 წლის 19 სექტემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა გ. გ-მ, რომელმაც საქართველოს სსსკ–ის 310–ე მუხლის „ა“, „გ“ ქვეპუნქტების, საქართველოს სსსკ–ის 312–ე მუხლის პირველი, მე–2, მე–3 ნაწილებითა და საქართველოს სსსკ–ის 313–ე მუხლის მე–4 ნაწილის თანახმად, ითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2003 წლის 1 დეკემბრის განჩინების გადასინჯვა, მისი გაუქმება და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტა განზრახ მკვლელობის მცდელობის ნაწილში იმ საფუძვლით, რომ ბრალდება აბსოლუტურად ყალბია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 30 სექტემბრის განჩინებით მსჯავრდებულ გ. გ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

მსჯავრდებული გ. გ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 30 სექტემბრის განჩინების გაუქმებასა და შუამდგომლობის განსახილველად დაშვებას, მასში მითითებული გარემოებების შესაბამისად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში მითითებულია ის საფუძვლები, რომელთა შემთხვევაშიც შესაძლებელია ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა, კერძოდ:

განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:

ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;

დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;

ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;

ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;

ზ) წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოება არც ერთ ზემოთ ჩამოთვლილ საფუძველს არ აკმაყოფილებს.

ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება მსჯავრდებულ გ. გ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ გ. გ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 30 სექტემბრის განჩინება მსჯავრდებულ გ. გ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი

პ. სილაგაძე