1. სასამართლოს ოფიციალური ენებია ფრანგული და ინგლისური. თუ მხარეები შეთანხმდებიან, რომ საქმისწარმოება უნდა განხორციელდეს ფრანგულ ენაზე, გადაწყვეტილება გამოტანილი უნდა იქნეს ფრანგულ ენაზე. თუ მხარეები შეთანხმდებიან, რომ საქმისწარმოება უნდა განხორციელდეს ინგლისურ ენაზე, გადაწყვეტილება გამოტანილი უნდა იქნეს ინგლისურ ენაზე.

2. თუ არ არსებობს შეთანხმება გამოსაყენებელი ენის შესახებ, თითოეულ მხარეს შეუძლია, სასამართლო განხილვებში გამოიყენოს ენა, რომელსაც ის ანიჭებს უპირატესობას. სასამართლოს გადაწყვეტილება გამოტანილი უნდა იქნეს ფრანგულ და ინგლისურ ენებზე. ამ შემთხვევაში, სასამართლომ იმავდროულად უნდა განსაზღვროს, ორი ტექსტიდან თუ რომელს უნდა მიენიჭოს უპირატესობა.

3. ნებისმიერი მხარის მოთხოვნის შემთხვევაში, სასამართლომ შესაბამის მხარეს უნდა მისცეს ფრანგულისგან და ინგლისურისგან განსხვავებული ენით სარგებლობის უფლება.