2. წერილობითი სამართალწარმოება უნდა მოიცავდეს სასამართლოსთვის და მხარეებისთვის გაგზავნილ მემორანდუმებს, შეგებებულ მემორანდუმებს და, საჭიროების შემთხვევაში, მათზე პასუხებს, ასევე – მათ დამადასტურებელ ყველა ქაღალდს და დოკუმენტს.

3. აღნიშნული კომუნიკაცია უნდა განხორციელდეს რეგისტრატორის მეშვეობით, სასამართლოს მიერ დადგენილი რიგითობით და ვადებში.

4. ერთი მხარის მიერ წარდგენილი თითოეული დოკუმენტის დამოწმებული ასლი უნდა გაეგზავნოს მეორე მხარეს.

5. ზეპირი სამართალწარმოება უნდა მოიცავდეს სასამართლოს მიერ მოწმეების, ექსპერტების, წარმომადგენლების, მრჩევლებისა და ადვოკატების მოსმენა