1. შემთხვევიდან გამომდინარე, საქმეები სასამართლოს გადაეცემა, ან სპეციალური შეთანხმების შესახებ შეტყობინებით, ან რეგისტრატორის სახელზე მომზადებული წერილობითი განაცხადით. ორივე შემთხვევაში უნდა მიეთითოს დავის საგანი და მხარეები.

2. რეგისტრატორმა განაცხადი დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს ყველა შესაბამის პირს.

3. მან ამის შესახებ ასევე უნდა აცნობოს გაერთიანებულ ერების ორგანიზაციის წევრებს, გენერალური მდივნის მეშვეობით, და ასევე – სხვა სახელმწიფოებს, რომლებსაც აქვთ უფლება, წარსდგნენ სასამართლოს წინაშე.