საერთაშორისო კონვენციები, როგორც ზოგადი, ისე – სპეციალური, რომლებიც ადგენს მოდავე სახელმწიფოების მიერ პირდაპირ აღიარებულ წესებს;
საერთაშორისო ჩვეულება, როგორც მტკიცებულება სამართლად აღიარებული ზოგადი პრაქტიკისა;
ცივილიზებული ერების მიერ აღიარებული სამართლის ზოგადი პრინციპები;
59-ე მუხლის დებულებების გათვალისწინებით, სასამართლო გადაწყვეტილებები და სხვადასხვა ერის ყველაზე მეტად კვალიფიციური პუბლიცისტების სწავლებები, როგორც სამართლის წესების დადგენის დამხმარე საშუალებები.
2. წინამდებარე დებულება ხელს არ უშლის სასამართლოს უფლებამოსილებას, გადაწყვიტოს საქმე ex aequo et bono, თუ მხარეები ამას დათანხმდებიან.
პროცედუ