2. სასამართლოს, თავისი წესების დაცვით და მის შესაბამისად, შეუძლია საერთაშორისო საჯარო ორგანიზაციებიდან გამოითხოვოს მის მიერ განსახილველი საქმეებისთვის რელევანტური ინფორმაცია, და უნდა მიიღოს ასეთი ორგანიზაციების მიერ თავიანთი ინიციატივით წარმოდგენილი ასეთი ინფორმაცია.
3. როდესაც სასამართლოს მიერ განსახილველი საქმე ეხება საერთაშორისო საჯარო ორგანიზაციის სადამფუძნებლო დოკუმენტის ან ამ დოკუმენტის მიხედვით დადებული საერთაშორისო კონვენციის განმარტებას, რეგისტრატორმა ამის შესახებ უნდა შეატყობინოს შესაბამის საერთაშორისო საჯარო ორგანიზაციას და უნდა გადაუგზავნოს მას მთლიანი წერილობითი წარმოების ასლებ