2. პირობები, რომლებითაც სასამართლო ხელმისაწვდომი უნდა იყოს სხვა სახელმწიფოებისთვის, ძალაში მყოფ ხელშეკრულებებში მოცემული სპეციალური დებულებების დაცვით, უნდა განსაზღვროს უშიშროების საბჭომ, თუმცა ასეთმა პირობებმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩააყენოს მხარეები არათანასწორ მდგომარეობაში სასამართლოს წინაშე.
3. როდესაც სახელმწიფო, რომელიც არ არის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრი, არის საქმის მხარე, სასამართლომ უნდა განსაზღვროს თანხა, რომელიც ამ მხარემ უნდა შეიტანოს სასამართლოს ხარჯების დასაფარად. წინამდებარე დებულება არ უნდა იქნეს გამოყენებული, თუ მოცემული სახელმწიფო უკვე ფარავს სასამართლოს ხარჯების ნაწილ