2. წინამდებარე წესდების მხარეებს შეუძლიათ, ნებისმიერ დროს განაცხადონ, რომ ისინი ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს მიმართ, რომელმაც იკისრა იგივე ვალდებულება, ipso facto სავალდებულოდ და სპეციალური შეთანხმების გარეშე, აღიარებენ სასამართლოს იურისდიქციას ყველა სამართლებრივ დავაზე, რომელიც შეეხება:

ხელშეკრულების განმარტებას;

საერთაშორისო სამართლის ნებისმიერ საკითხს;

ფაქტის არსებობას, რომელიც, დადასტურების შემთხვევაში, ჩაითვლებოდა საერთაშორისო ვალდებულების დარღვევად;

საერთაშორისო ვალდებულების დარღვევის გამო განსახორციელებელი რეპარაციის სახეს ან მოცულობას;

3. ზემოაღნიშნული განცხადებები შეიძლება გაკეთდეს უპირობოდ ან ნაცვალგების პირობით რამდენიმე ან კონკრეტული სახელმწიფოების მხრიდან, ან განსაზღვრული ვადით.

4. ასეთი განცხადებები უნდა დეპონირდეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან, რომელმაც მათი ასლები უნდა გაუგზავნოს წინამდებარე წესდების მხარეებს და სასამართლოს რეგისტრატორს.

5. საერთაშორისო მართლმსაჯულების მუდმივმოქმედი სასამართლოს წესდების 36-ე მუხლის საფუძველზე გაკეთებული და ისევ ძალაში მყოფი განცხადებები, წინამდებარე წესდების მხარეთა შორის უნდა ჩაითალოს მათ მიერ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს სავალდებულო იურისდიქციის აღიარებად, ამ განცხადებათა მოქმედების ვადის განმავლობაში და მათი პირობების შესაბამისად.

6. სასამართლოს იურისდიქციასთან დაკავშირებული დავა უნდა გადაწყდეს სასამართლოს განჩინები