2. პრეზიდენტმა უნდა მიიღოს სპეციალური წლიური დანამატი.

3. ვიცე-პრეზიდენტმა უნდა მიიღოს სპეციალური დანამატი თითოეული დღისთვის, როდესაც ის ასრულებს პრეზიდენტის მოვალეობას.

4. 31-ე მუხლის მიხედვით არჩეულმა მოსამართლეებმა, რომლებიც არ არიან სასამართლოს წევრები, უნდა მიიღონ გასამრჯელო მათ მიერ თავიანთი ფუნქციების შესრულების თითოეული დღისთვის.

5. აღნიშნული ხელფასები, დანამატები და გასამრჯელო უნდა დაადგინოს გენერალურმა ასამბლეამ. არ შეიძლება მათი შემცირება უფლებამოსილების ვადის განმავლობაში.

6. რეგისტრატორის ხელფასი უნდა დაადგინოს გენერალურმა ასამბლეამ, სასამართლოს წარდგინების საფუძველზე.

7. გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული რეგულაციებით უნდა განისაზღვროს პირობები, რომლის მიხედვითაც სასამართლოს წევრები და რეგისტრატორი მიიღებენ თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებული პენსიებს, ასევე – პირობებს, რომლითაც სასამართლოს წევრებს და რეგისტრატორს უნდა აუნაზღაურდეთ თავიანთი სამგზავრო ხარჯები.

8. ზემოაღნიშნული ხელფასები, დანამატები და გასამრჯელო უნდა გათავისუფლდეს ყოველგვარი გადასახადით დაბეგვრისგა