1. სასამართლოს შეუძლია, დროდადრო შექმნას ერთი ან მეტი პალატა, სამი ან მეტი მოსამართლის შემადგენლობით, როგორც ამას სასამართლო განსაზღვრავს, გარკვეული კატეგორიის საქმეებისთვის, მაგალითად, შრომითი საქმეებისთვის და ტრანზიტთან და კომუნიკაციებთან დაკავშირებული საქმეებისთვის.

2. სასამართლოს შეუძლია, ნებისმიერ დროს შექმნას პალატა კონკრეტული საქმის განხილვისთვის. ასეთი პალატის შემადგენლობაში მყოფი მოსამართლეების რიცხვი უნდა განსაზღვროს სასამართლომ, მხარეთა თანხმობით.

3. საქმეები უნდა მოისმინოს და განიხილოს წინამდებარე მუხლით გათვალისწინებულმა პალატებმა, თუ ამას მხარეები ითხოვენ.