ყველა მოსამართლე აირჩევა სასამართლოს სრულ სამუშაო განაკვეთზე დასაქმებულ წევრად და ამ სახით საქმიანობის განხორციელებისთვის მზად უნდა იყვნენ უფლებამოსილების დაწყებიდან.
პრეზიდიუმში შემავალი მოსამართლეები სრულ სამუშაოზე განაკვეთზე საქმიანობას ახორციელებენ არჩევისთანავე.
სასამართლოს სამუშაო დატვირთვის გათვალისწინებით და წევრებთან კონსულტაციის შედეგად, პრეზიდიუმს შეუძლია, დროდადრო გადაწყვიტოს, თუ რა მოცულობით მოეთხოვებათ დარჩენილ მოსამართლეებს სრულ სამუშაო განაკვეთზე მუშაობა. არცერთი ასეთი გადაწყვეტილება გავლენას არ ახდენს მე-40 მუხლის დებულებებზე.
ფინანსური საკითხები იმ მოსამართლეებისთვის, რომლებსაც არ მოეთხოვებათ სრულ სამუშაო განაკვეთზე მუშაობა, წესრიგდება 49-ე მუხლის შესაბამისა