ის ფაქტი, რომ სასამართლოს იურისდიქციაში შემავალი დანაშაული ჩადენილია პირის მიერ მთავრობის ან სამხედრო თუ სამოქალაქო ზემდგომი პირის ბრძანების შესაბამისად, არ ათავისუფლებს ამ პირს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც:

ამ პირს ეკისრებოდა სამართლებრივი ვალდებულება, დამორჩილებოდა შესაბამისი მთავრობის ან ზემდგომის ბრძანებებს;

ამ პირმა არ იცოდა, რომ ბრძანება იყო უკანონო; და

ბრძანება არ იყო აშკარად უკანონო.

წინამდებარე მუხლის მიზნებისათვის, გენოციდის ან ადამიანურობის წინააღმდეგ დანაშაულების ჩადენის ბრძანებები აშკარად უკანონოა.

ნაწილი 4. სასამართლოს შემადგენლობა და ადმინისტრირე