წინამდებარე წესდება თანაბრად ვრცელდება ყველა პირზე, ოფიციალურ უფლებამოსილებაზე დაფუძნებული ნებისმიერი განსხვავების გარეშე. კერძოდ, სახელმწიფოს ან მთავრობის მეთაურის, მთავრობის ან პარლამენტის წევრის, არჩეული წარმომადგენლის ან მთავრობის თანამდებობის პირის ოფიციალური უფლებამოსილება არცერთ შემთხვევაში არ ათავისუფლებს პირს წინამდებარე წესდებით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან და არც თავისთავად წარმოადგენს სასჯელის შემცირების საფუძველს.
იმუნიტეტები ან სპეციალური პროცედურული წესები, რომლებიც შეიძლება დაკავშირებული იყოს პირის ოფიციალურ უფლებამოსილებასთან შიდასახელმწიფოებრივი თუ საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, ხელს არ უშლის სასამართლოს, განახორციელოს თავისი იურისდიქცია ასეთ პირზ