თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, პირს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა და სასჯელი სასამართლოს იურისდიქციაში შემავალი დანაშაულისთვის დაეკისრება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი ობიექტური ელემენტები ჩადენილია განზრახვითა და ცოდნით.
წინამდებარე მუხლის მიზნებისთვის, პირს აქვს განზრახვა, როდესაც:
ქმედების მიმართ, ამ პირს გამიზნული აქვს ასეთი ქმედების ჩადენა;
შედეგის მიმართ, ამ პირს გამიზნული აქვს ამ შედეგის დადგომა ან გაცნობიერებული აქვს, რომ ის დადგება მოვლენების ჩვეულებრივი განვითარებისას.
წინამდებარე მუხლის მიზნებისათვის „ცოდნა“ ნიშნავს იმის გაცნობიერებას, რომ არსებობს გარემოება, ან შედეგი დადგება მოვლენების ჩვეულებრივი განვითარებისას. ტერმინები „ცოდნა“ და „შეგნებულად“ უნდა განიმარტოს შესაბამისა