სასამართლოს იურისდიქციაში შემავალი დანაშაულებისთვის წინამდებარე წესდებით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის სხვა საფუძვლებზე დამატებით:

სამხედრო მეთაურს ან პირს, რომელიც ეფექტიანად მოქმედებს, როგორც სამხედრო მეთაური, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება სასამართლოს იურისდიქციაში შემავალი დანაშაულებისთვის, რომლებიც ჩადენილია მისი ეფექტიანი მეთაურობის და კონტროლის ან, შესაბამის შემთხვევაში, ეფექტიანი უფლებამოსილების და კონტროლის ქვეშ მყოფი ძალების მიერ, ასეთ ძალებზე მისი სათანადო კონტროლის განუხორციელებლობის შედეგად, როდესაც:

ამ სამხედრო მეთაურმა ან პირმა იცოდა ან, იმ დროისთვის არსებული გარემოებებიდან გამომდინარე, უნდა სცოდნოდა, რომ ასეთი ძალები სჩადიოდნენ ან აპირებდნენ ასეთი დანაშაულების ჩადენას; და

ამ სამხედრო მეთაურმა ან პირმა არ მიიღო მის უფლებამოსილებაში არსებული ყველა საჭირო და გონივრული ზომა მათი ჩადენის თავიდან ასაცილებლად ან აღსაკვეთად, ან საკითხის გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნისთვის კომპეტენტური ორგანოებისთვის წარდგენის მიზნით.

ზემდგომებისა და დაქვემდებარებული პირების ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც არ არის მოცემული (a) პუნქტში, ზემდგომს ეკისრება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა სასამართლოს იურისდიქციაში შემავალი დანაშაულებისთვის, რომლებიც ჩადენილია მისი ეფექტიანი უფლებამოსილებისა და კონტროლის ქვეშ მყოფი დაქვემდებარებული პირების მიერ, ასეთ დაქვემდებარებულ პირებზე სათანადო კონტროლის განუხორციელებლობის შედეგად, როდესაც:

ზემდგომმა ან იცოდა, ან შეგნებულად უგულებელყო ინფორმაცია, რომელიც ნათლად მიუთითებდა, რომ დაქვემდებარებულები სჩადიოდნენ ან აპირებდნენ ასეთი დანაშაულების ჩადენას;

დანაშაულები ეხებოდა იმ საქმიანობას, რომელიც იყო ზემდგომის ეფექტიანი პასუხისმგებლობისა და კონტროლის ფარგლებში; და

ზემდგომმა ვერ მიიღო მის უფლებამოსილებაში არსებული ყველა საჭირო და გონივრული ზომა მათი ჩადენის თავიდან ასაცილებლად ან აღსაკვეთად, ან საკითხის გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნისთვის კომპეტენტური ორგანოებისთვის წარდგენის მიზნი