პირს არ დაეკისრება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა წინამდებარე წესდების საფუძველზე, თუ შესაბამისი ქმედება, მისი ჩადენის დროს, არ წარმოადგენს სასამართლოს იურისდიქციაში შემავალ დანაშაულს.
დანაშაულის შემადგენლობა მკაცრად უნდა განიმარტოს ვიწროდ და არ უნდა გაფართოვდეს ანალოგიით. ორაზროვნების შემთხვევაში შემადგენლობა უნდა განიმარტოს იმ პირის სასარგებლოდ, რომელიც იმყოფება გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნის ან მსჯავრდების ქვეშ.
წინამდებარე მუხლი არ ახდენს გავლენას წინამდებარე წესდებისგან დამოუკიდებლად რაიმე ქმედების დანაშაულებრივად მიჩნევაზე საერთაშორისო სამართლის მიხედვი