სასამართლომ უნდა გამოიყენოს:

პირველ რიგში, წინამდებარე წესდება, „დანაშაულების ელემენტები“ და თავისი „პროცედურისა და მტკიცებულების წესები“;

მეორე რიგში, საჭიროების მიხედვით, შესაბამისი ხელშეკრულებები და საერთაშორისო სამართლის პრინციპები და წესები, მათ შორის, შეიარაღებული კონფლიქტების საერთაშორისო სამართლის დადგენილი პრინციპები;

თუ ეს ვერ მოხერხდა – მსოფლიოს სამართლებრივი სისტემების შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობებიდან სასამართლოს მიერ იდენტიფიცირებული სამართლის ზოგადი პრინციპები, მათ შორის, შესაბამის შემთხვევაში, იმ სახელმწიფოების შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობები, რომლებიც, ჩვეულებრივ, განახორციელებდნენ იურისდიქციას დანაშაულზე, იმ პირობით, რომ ეს პრინციპები არ არის შეუსაბამო წინამდებარე წესდებასთან, საერთაშორისო სამართალთან და საერთაშორისოდ აღიარებულ ნორმებთან და სტანდარტებთან.

სასამართლოს შეუძლია გამოიყენოს სამართლის პრინციპები და ნორმები, როგორც ისინი განმარტებულია მის წინა გადაწყვეტილებებში.

წინამდებარე მუხლის მიხედვით სამართლის გამოყენება და განმარტება უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისოდ აღიარებულ ადამიანის უფლებებს და თავისუფალი უნდა იყოს ნებისმიერი სახის უარყოფითი განსხვავებისგან, რომელიც დაფუძნებულია ისეთ ნიშანზე, როგორიცაა მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული გენდერი, ასაკი, რასა, კანის ფერი, ენა, რელიგია ან რწმენა, პოლიტიკური ან სხვა შეხედულება, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური წარმომავლობა, ქონება, დაბადება ან სხვა სტატუსი.

ნაწილი 3. სისხლის სამართლის ზოგადი პრინციპე