მოსამართლეები თავიანთი ფუნქციების შესრულებისას არიან დამოუკიდებლები.
მოსამართლეები არ უნდა ეწეოდნენ ისეთ საქმიანობას, რომელიც შესაძლოა ხელს უშლიდეს მათ სამოსამართლო ფუნქციებს ან უარყოფითად აისახოს მათი დამოუკიდებლობის მიმართ არსებულ ნდობაზე.
სასამართლოს განლაგების ადგილზე საქმიანობის სრული სამუშაო განაკვეთით განხორციელების ვალდებულების მქონე მოსამართლეები არ უნდა მონაწილეობდნენ სხვა პროფესიული ხასიათის საქმიანობაში.
მე-2 და მე-3 პუნქტების გამოყენებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი გადაწყდება მოსამართლეთა აბსოლუტური უმრავლესობით. თუ ასეთი საკითხი ეხება კონკრეტულ მოსამართლეს, ამ მოსამართლემ არ უნდა მიიღოს მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღებაშ