პრეზიდიუმს შეუძლია, მოსამართლის მოთხოვნით, გაათავისუფლოს ეს მოსამართლე წინამდებარე წესდებით გათვალისწინებული ფუნქციის შესრულებისგან, „პროცედურისა და მტკიცებულების წესების“ შესაბამისად.
მოსამართლე არ უნდა მონაწილეობდეს რომელიმე საქმეში, რომელშიც მისი მიუკერძოებლობა შეიძლება გონივრულად დადგეს ეჭვქვეშ რაიმე საფუძვლით. მოსამართლე აცილებული უნდა იქნეს საქმიდან წინამდებარე პუნქტის შესაბამისად, თუ, inter alia, ეს მოსამართლე ადრე რაიმე ფორმით მონაწილეობდა სასამართლოს წინაშე არსებულ ამ საქმეში ან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეში ეროვნულ დონეზე, რომელშიც ფიგურირებდა გამოძიების ან სისხლისსამართლებრივი დევნის ქვეშ მყოფი პირი. მოსამართლე ასევე აცილებული უნდა იქნეს სხვა ისეთი საფუძვლებით, რომლებიც შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს „პროცედურისა და მტკიცებულების წესებით“.
პროკურორს ან გამოძიების ან სისხლისსამართლებრივი დევნის ქვეშ მყოფ პირს შეუძლია მოითხოვოს მოსამართლის აცილება წინამდებარე პუნქტის შესაბამისად.
მოსამართლის აცილების შესახებ ნებისმიერი საკითხი წყდება მოსამართლეთა აბსოლუტური უმრავლესობით. აცილების ადრესატ მოსამართლეს უფლება აქვს, წარადგინოს თავისი კომენტარები საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ მონაწილეობა არ უნდა მიიღოს გადაწყვეტილების მიღებაშ