2. თუ სასამართლოს შემადგენლობაში იმყოფება ერთ-ერთი მხარის მოქალაქეობის მქონე მოსამართლე, ნებისმიერ სხვა მხარეს შეუძლია პირის არჩევა, რომელიც მონაწილეობას მიიღებს მოსამართლედ. ასეთი პირი, შესაძლებლობის შემთხვევაში, უნდა აირჩეს იმ პირთაგან, რომლებიც დასახელებული იყვნენ კანდიდატებად მე-4 და მე-5 მუხლების მიხედვით.

3. თუ სასამართლოს შემადგენლობაში არ არის მხარეთა მოქალაქეობის მქონე მოსამართლე, თითოეულ მხარეს შეუძლია მოსამართლის არჩევა წინამდებარე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით.

4. წინამდებარე მუხლის დებულებები გამოყენებული უნდა იქნეს 26-ე და 29-ე მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევების მიმართ. ასეთ შემთხვევაში, პრეზიდენტმა სასამართლოს ერთ, ან, საჭიროების შემთხვევაში, ორ წევრს პალატის შემადგენლობიდან უნდა მოსთხოვოს, რომ ადგილი დაუთმონ შესაბამისი მხარეების მოქალაქეობის მქონე სასამართლოს წევრებს, ან, თუ ეს ვერ მოხერხდა, ან თუ მათი მონაწილეობა შეუძლებელია – მხარეების მიერ სპეციალურად არჩეულ მოსამართლეებს.

5. თუ არსებობს რამდენიმე მხარე ერთი და იმავე ინტერესით, წინამდებარე დებულებების მიზნებისთვის, ისინი განხილულ უნდა იქნენ მხოლოდ ერთ მხარედ. ნებისმიერი ეჭვი აღნიშნული საკითხის შესახებ უნდა გადაწყდეს სასამართლოს განჩინებით.

6. მოსამართლეები, რომლებიც არჩეული არიან წინამდებარე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების თანახმად, უნდა აკმაყოფილებდნენ წინამდებარე წესდების მე-2 მუხლით, მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით, მე-20 მუხლით და 24-ე მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს. გადაწყვეტილების მიღებაში მათ მონაწილეობა უნდა მიიღონ თავიანთ კოლეგებთან სრული თანასწორობის პირობებშ