1. მმართველთა საბჭომ უნდა გამართოს ყოველწლიური შეხვედრები და მსგავსი სხვა შეხვედრები, რაც გათვალისწინებული იქნება მმართველთა საბჭოსათვის და დირექტორთა საბჭოს მიერ მოთხოვნილი. მმართველთა საბჭოს შეხვედრები შეიძლება მოწვეულ იქნეს დირექტორთა საბჭოს მიერ ნებისმიერ დროს ბანკის ხუთი (5) წევრის მოთხოვნის საფუძველზე.

2. მმართველთა უმრავლესობამ უნდა წარმოადგინოს კვორუმი მმართველთა საბჭოს შეხვედრისათვის, გათვალისწინებულია რომ ასეთი უმრავლესობა უნდა წარმოადგენდეს წევრი ქვეყნების საერთო ხმის მიცემის უფლების არანაკლებ 2/3-ს.

3. მმართველთა საბჭომ უნდა შეიმუშაოს პროცედურები, რომლის საშუალებითაც დირექტორთა საბჭომ შეიძლება მოიპოვოს მმართველთა ხმა სპეციფიკურ საკითხებზე შეხვედრის გარეშე და უზრუნველყოს მმართველთა საბჭოს ელექტრონული შეხვედრა განსაკუთრებულ ვითარებაში.

4. მმართველთა საბჭოსა და დირექტორთა საბჭოს თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში, შეუძლიათ შექმნან დამხმარე ორგანოები, და მიიღონ ისეთი წესები და რეგულაციები, რაც შეიძლება საჭირო იყოს ბანკის ბიზნესის წარმოებისათვი