1. ყოველი წევრი ქვეყანა წარმოდგენილი უნდა იყოს მმართველთა საბჭოში და უნდა დანიშნოს ერთი მმართველი და ერთი ალტერნატიული მმართველი. თითოეული მმართველი და ალტერნატიული მმართველი უნდა იყოს მისი დამნიშნავი წევრი ქვეყნის სამსახურში. ალტერნატიულ მმართველს არ აქვს ხმის მიცემის უფლება, გარდა მმართველის არყოფნის შემთხვევისა.
2. თითოეულ ყოველწლიურ შეხვედრაზე, საბჭომ უნდა აირჩიოს მმართველებიდან თავმჯდომარე,რომელიც დაიკავებს თანამდებობას მომდევნო თავმჯდომარის არჩევამდე.
3. მმართველები და ალტერნატიული მმართველები უნდა ასრულებდნენ თავიანთ მოვალეობას ბანკისგან ამ თანამდებობისთვის ანაზღაურების გარეშე, მაგრამ ბანკმა მათ შეიძლება გადაუხადოს საფუძვლიანი ანაზღაურება მათ მიერ დასწრებულ შეხვედრებშ