1. ბანკმა შეიძლება დაუშვას სპეციალური ფონდები, რომლებიც შექმნილია ბანკის მიზნებისათვის და გამომდინარეობს ბანკის ფუნქციებიდან; ასეთი სპეციალური ფონდები უნდა იყოს ბანკის რესურსები. ნებისმიერი სპეციალური ფონდის ადმინისტრირების სრული საფასური დაეკისრება ასეთ სპეციალურ ფონდს.

2. ბანკის მიერ დაშვებული სპეციალური ფონდები შეიძლება გამოყენებულ იქნეს ბანკის მიზნებისა

და  ფუნქციების  შესაბამისი  ვადებითა  და  პირობებით  და  ასეთი  ფონდებთან  დაკავშირებული ხელშეკრულების შესაბამისად.

3. ბანკმა უნდა მიიღოს ისეთი სპეციალური წესები და რეგულაციები, რაც საჭიროა ასეთი სპეციალური ფონდების შექმნის, ადმინისტრირებისა და გამოყენებისათვის. ასეთი წესები და რეგულაციები უნდა იყოს   აღნიშნული   ხელშეკრულების   შესაბამისი,   გარდა   ბანკის   ჩვეულებრივი   ოპერაციებისთვის მისაღები დებულებებისა.

4. ტერმინი „სპეციალური ფონდის რესურსები“ უნდა ეხებოდეს ნებისმიერი სპეციალური ფონდის რესურსებს და მოიცავდეს:

(i) ბანკის მიერ მიღებულ ფონდებს ნებისმიერ სპეციალურ ფონდებში ჩართვისთვის;

(ii) სესხებისა და გარანტიების ფარგლებში მიღებულ ფონდებს, და ნებისმიერი წილობრივი ინვესტიციების შემოსავალს, რაც დაფინანსებულია ნებისმიერი სპეციალური ფონდის რესურსებით, რომელსაც მართავს ასეთი სპეციალური ფონდები ბანკის წესებისა და რეგულაციების ფარგლებში, მიღებულია ასეთი სპეციალური ფონდების მიერ;

(iii) სპეციალური ფონდების რესურსების ინვესტიციებიდან მიღებული შემოსავალი; და

(iv) ნებისმიერი სხვა რესურსი, რომლებიც სპეციალური ფონდების განკარგულებაში