1.  დირექტორთა საბჭო უნდა შედგებოდეს თორმეტი (12) წევრისაგან, რომლებიც არ  უნდა იყვნენ მმართველთა საბჭოს წევრები და რომელთა:

(i)  ცხრა  (9)  წევრი  უნდა  იქნეს  არჩეული  მმართველთა  მიერ,  რომლებიც  წარმოადგენენ რეგიონალურ წევრ ქვეყნებს; და

(ii) სამი (3) უნდა იქნეს არჩეული წევრ ქვეყნებს მმართველთა მიერ, რომლებიც წარმოადგენენ არარეგიონალურ წევრ ქვეყნებს.

დირექტორები უნდა იყვნენ ეკონომიკურ და ფინანსურ საკითხებში მაღალი კომპეტენციის მქონე პირები და უნდა იქნან არჩეულნი განრიგი ბ-ს მიხედვით. დირექტორებმა უნდა წარმოადგინონ წევრი ქვეყნები, რომელთა მმართველებმა აირჩიეს ისინი, ასევე ის  წევრები, რომელთა მმართველებმა მიანიჭეს მათ თავიანთი ხმები.

2. მმართველთა საბჭომ დროდადრო უნდა გადახედოს დირექტორთა საბჭოს ზომასა და შემადგენლობას და შეიძლება გაზარდოს ან შეამციროს იგი, ხმათა დიდი უმრავლესობის საფუძველზე, როგორც ეს მოცემულია მუხლში 28.

3. თითოეულმა დირექტორმა უნდა დანიშნოს ალტერნატიული დირექტორი მისი სახელით სრული უფლებებით  მოქმედებისათვის, როცა  იგი  არ  იმყოფება  ადგილზე. მმართველთა  საბჭომ  უნდა მიიღოს ისეთი წესები, რომელიც საშუალებას მისცემს დირექტორს, რომელიც არჩეულია წევრთა განსაზღვრული რაოდენობით აირჩიოს დამატებითი ალტერნატიული დირექტორი.

4. დირექტორები და ალტერნატიული დირექტორები უნდა იყვნენ წევრი ქვეყნების მოქალაქეები. არ შეიძლება ორი ან მეტი დირექტორი იყოს ერთი და იმავე მოქალაქეობის, არც ორი ან მეტი ალტერნატიული დირექტორი ერთი და იმავე მოქალაქეობის. ალტერნატიულმა დირექტორმა შეიძლება მონაწილეობა მიიღოს საბჭოს შეხვედრაში, მაგრამ ხმა შეიძლება მისცეს მხოლოდ მაშინ, როცა იგი მოქმედებს დირექტორის სახელით.

5. დირექტორებმა შეიძლება დაიკავონ თანამდებობა ორი  (2)  წლით და შეიძლება ხელახლა იქნან არჩეულნი.

(ა) დირექტორებს შეუძლიათ უფლებამოსილების გაგრძელება სანამ მათი უფლებამონაცვლე არ იქნება არჩეული და მინიჭებული მისთვის თანამდებობა.

(ბ) თუ დირექტორის თანამდებობა გახდება ვაკანტური მისი ვადის ამოწურვამდე ასოთხმოცი (180) დღით ადრე, მისი უფლებამონაცვლე შეიძლება არჩეულ იქნეს განრიგი ბ-ს შესაბამისად, დარჩენილი ვადით, იმ მმართველთა მიერ, რომლებმაც აირჩიეს ყოფილი დირექტორი. ასეთ მმართველთა ხმების უმრავლესობაა საჭირო ასეთი არჩევისათვის. მმართველებმა, რომლებმაც აირჩიეს დირექტორი, შეიძლება მსგავსად აირჩიონ მისი უფლებამონაცვლე თუ დირექტორის თანამდებობა ხდება ვაკანტური   ას ოთხმოცი (180) დღით ადრე ან უფრო ნაკლებით, მისი ვადის ამოწურვამდე.

(გ) სანამ დირექტორის თანამდებობა რჩება ვაკანტური, ყოფილი დირექტორის ალტერნატიულმა დირექტორმა უნდა ისარგებლოს უკანასკნელის უფლებებით, გარდა დანიშნული ალტერნატიული დირექტორისა.

6.  დირექტორებს   და   ალტერნატიულ   დირექტორებს   შეუძლიათ   იმსახურონ   ბანკისაგან ანაზღაურების  გარეშე,   თუ  მმართველთა  საბჭო   არ   გადაწყვეტს  სხვაგვარად,  მაგრამ  ბანკმა შესაძლოა მათ გადაუხადოს სამართლიანი ანაზღაურება შეხვედრებზე დასწრებისთვი