1. ბანკის სამუშაო ენა უნდა იყოს ინგლისური, და ბანკი უნდა ეყრდნობოდეს აღნიშნული შეთანხმების ინგლისურენოვან ტექსტს ყველა გადაწყვეტილების მიღებისას და ინტერპრეტაციებისათვის 54-ე მუხლის შესაბამისად.
2. წევრებმა უნდა მიაწოდოს ბანკს ისეთი სახის ინფორმაცია, რა შეიძლება დასაბუთებულად მოთხოვნილ იქნეს, რათა შემსუბუქებულ იქნეს მისი ფუნქციების შესრულება.
3. ბანკმა უნდა გადასცეს მის წევრებს ყოველწლიური ანგარიში, რომელიც შეიცავს მისი ანგარიშების აუდიტირებულ მონაცემებს და უნდა გამოაქვეყნოს ასეთი ანგარიში. მან აგრეთვე კვარტალურად უნდა გადასცეს მის წევრებს ფინანსური პოზიციის, სარგებლისა და დანაკარგის შემაჯამებელი მონაცემები, რომელიც ასახავს მისი ოპერაციების შედეგებს.
4. ბანკმა უნდა შექმნას პოლიტიკა ინფორმაციის საჯაროობის შესახებ, რათა უზრუნველყოფილი იქნეს მისი ოპერაციების გამჭვირვალობა. ბანკმა უნდა გამოაქვეყნოს ასეთი ანგარიშები, როგორც ეს სასურველია მისი მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებისათვი