1.  იმ თარიღის შემდეგ, როდესაც ქვეყანას უწყდება წევრობა, მას უნარჩუნდება საკუთარი პირდაპირი და პირობითი ვალდებულებები იმ დრომდე ვიდრე სესხების, გარანტიების, კაპიტალში ინვესტიციების ან დაფინანსების სხვა ფორმების როგორც ეს განმარტებულია მე-11 მულის  მეორე  პუნქტში(ქვემოთ, სხვა  დაფინანსება),  რომელთა  დაკონტრაქტებაც მოხდა  იმ დრომდე ვიდრე აღნიშნულ ქვეყანას შეუწყდებოდა წევრობა რაიმე ნაწილი არის შეუსრულებელი, თუმცა ეს არ უნდა იწვევდეს ვალდებულებებს იმ სესხებთან, გარანტიებთან, ინვესტიციებთან კაპიტალში ან სხვა დაფინანსებასთან მიმართებით, რომლის მონაწილე მხარეც გახდა ბანკი და ასევე არც წილობრივ მონაწილეობას ბანკის ხარჯებსა და შემოსავლებში ქვეყნის წევრობის შეწყვეტის შემდეგ.

2. იმ  დროს  როდესაც  ქვეყანას  უწყდება  წევრობა,  ბანკმა  უნდა  განახორციელოს აღნიშნული ქვეყნის წილის გამოსყიდვა ბანკის მიერ როგორც ანგარიშის გასწორებისა ასეთ ქვეყნებთან ამ მუხლის   მე-3   და   მე-4  პუნქტის   თანახმად.   ამ   მიზნით,   გამოსყიდვის  ფასი   უნდა   იყოს ღირებულება ბანკში არსებული იმ ჩანაწერებისა იმ თარიღისათვის, როდესაც ქვეყანას უწყდება წევრობა.

3. გადახდები იმ წილებისათვის რომელთა გამოსყიდვაც ხორციელდება ბანკის მიერ ამ მუხლის შესაბამისად უნდა განხორციელდეს შემდეგი პირობების დაცვით:

(i) ნებისმიერი თანხის გადახდა ქვეყნისათვის უნდა შეჩერდეს ვიდრე ქვეყანა, მის ცენტრალური/ეროვნული ბანკი  ან  რომელიმე  სააგენტო,  სააგენტოები  ან  რომელიმე პოლიტიკური ქვედანაყოფი წარმოადგენს მოვალე მხარეს, როგორც მსესხებელი, გარანტიის გამცემი ან სხვა მხრივ კონტრაქტორი მხარე, კაპიტალში ინვესტიციების ან სხვა დაფინანსების მხრივ ბანკის მიმართ, მსგავსი თანხა, ბანკის გადაწყვეტილებით შესაძლოა მიიმართოს მსგავსი ვალდებულების მიზნებისათვის მისი მომწიფების დროისათვის. არ უნდა შენარჩუნდეს თანხები ქვეყნის პირობითი ვალდებულებების ანგარიშზე მომავალი წილებისათვის მეექვსე მუხლის მესამე პარაგრაფის შესაბამისად. ნებისმიერ შემთხვევაში, გადახდა ქვეყნის წილისათვის არ უნდა განხორციელდეს 6 თვემდე მას შემდეგ, რაც ქვეყანას შეუწყდება წევრობა.

(ii) გადახდა წილისათვის შესაძლოა  განხორციელდეს პერიოდულად, სანამ  არ  მოხდება საფონდო სერტიფიკატების ჩაბარება კონკრეტული ქვეყნის მიერ, რამდენადაც თანხის ის ოდენობა როგორც გამოსყიდვის თანხა ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად სცდება ვალდებულებების კრებით/აგრეგირებულ ოდენობას ვალდებულებებზე, სესხებზე, გარანტიებზე, კაპიტალში ინვესტიციებზე და სხვა დაფინანსების ფორმებზე ამ პუნქტის პირველი ქვეპუნქტის შესაბამისად ვიდრე ყოფილი წევრი არ  მიიღებს გამოსყიდვის სრულ საფასურს.

(iii) გადახდა უნდა განხორციელდეს იმ ვალუტაში რომელსაც განსაზღვრავს ბანკი, საკუთარი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით.

(iv) თუ  ბანკი  განიცდის     დანაკარგს    რომელიმე     სესხზე,     გარანტიებზე,    კაპიტალში ინვესტიციებზე ან სხვა დაფინანსებაზე, რომელიც იყო შეუსრულებელი იმ თარიღისათვის, როდესაც ქვეყანას უწყდება წევრობა და დანაკარგის ოდენობა აჭარბებს რეზერვს, რომელიც  განკუთვნილია  დანაკარგების  აღმოსაფხვრელად ამ თარიღისათვის, ამ  ქვეყანამ უნდა  გადაიხადოს მოთხოვნის შესაბამისად, თანხის ის ოდენობა რომლითაც შემცირდებოდა მისი წილის გამოსყიდვის საფასური იმ შემთხვვაში თუ დანაკარგის თანხა გათვალისწინებული იქნებოდა გამოსყიდვის თანხის განსაზღვრისას. დამატებით, ყოფილი წევრი უნარჩუნდება ვალდებულება ყველა გადაუხდელი საწევროსათვის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად იმ ოდენობით რომ საჭირო გახდებოდა იმ შემთხვევისათვის თუ საჭირო გახდებოდა პასუხის გაცემა კაპიტალზე ზარალისათვის და განაცხადი გაკეთდებოდა წილზე საფასურის დადგენისას.

4. თუ ბანკი წყვეტს მოქმედებას 41-ე მუხლის შესაბამისად 6 თვის განმავლობაში ქვეყნისათვის წევრობის შეწყვეტიდან, ქვეყნის ყველა უფლება უნდა განისაზღვროს 41-43-ე მუხლების დებულებების შესაბამისად. ასეთი ქვეყანა უნდა იქნეს აღქმული, როგორც წევრი სახელმწიფო ამ მუხლის მიზნებისათვის, ხმის მიცემის უფლების გარეშე.

თავი VIII

ბანკის ოპერაციების შეჩერება და დასრულება/შეწყვე